რას გვირჩევენ დიეტოლოგები? პირველ რიგში, უნდა ვიკვებოთ დაბალანსებულად. ამ დროს რეკომენდებულია:
1. უჯრედისის, კერძოდ კი ხილის, ბოსტნეულის, არარაფინირებული პროდუქტების მირთმევა. ასეთი პროდუქტები დღიურად მიღებული კალორიების 10%-ით შემცირების შესაძლებლობას გვაძლევენ და შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში გვეხმარებიან.
2. სახამებლის შემცველი პროდუქტების მირთმევა, როგორიცაა გადაუმუშავებელი ბურღულეული, გამომცხვარი კარტოფილი, ოსპი, თურქული ბარდა, ლობიო, მსხვილი დაფქვისგან დამზადებული მაკარონის ნაწარმი - ნელი მოქმედების ნახშირწყლები ინსულინის მძაფრ დინამიკას არეგულირებს.
3. რძის პროდუქტები და ყველი, მხოლოდ საშუალო და დაბალი ცხიმიანობის. მაგალითად, ყველში ცხიმის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 45%-ს.
4. საქონლის, ხბოს, ფრინველის ხორცი და თევზეული.
გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს უმჯობესია თავი შევიკავოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ისეთი პროდუქტების მიღება, როგორიცაა ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი, ცხიმიანი საკვები (ძეხვეული, შემწვარი საკვები, ნაღების კარაქი, ცხიმიანი რძე და ყველი).
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობებს, ცურვა ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა.