ბლოგი:
ნოემბერი 02, 2016
ავტორი Anika
არაერთგან წამიკითხავს, რომ ჯანსაღი კბილები ესთეტური მომხიბვლელობის გარდა, წარმატების განსაზღვრაშიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს: ადამიანის ვიზუალის შეფასებისას, ღიმილი და კბილები რიგით მეორე დეტალია, რასაც ყურადღებას ვაქცევთ და ვითვალისწინებთ. ამიტომაც, თვითკმაყოფილების გარდა, ჩვენი წარმატებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ საკუთარი კბილების და პირის ღრუს სიჯანსაღეზე.
პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რა ვნებს მათ ჯანმრთელობას:
1. ფრჩხილების კვნეტა. ამ საკითხს დიდად გავრცობა და დაკონკრეტება ალბათ, არც ესაჭიროება - ბავშვობის წლებიდან მშობლები გვიჩიჩინებენ და გვინერგავენ, თუ რამდენად მავნებელია ფრჩხილების კვნეტა და სხაპასხუპით ჩამოგვითვლიან ხოლმე რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიღოს.
2. დასაღეჭი თუთუნი. მართალია, თამბაქოს ამ გზით მიღებისას კვამლი არ წარმოიქმნება, მაგრამ ექიმების თქმით, ვინაიდან თამბაქო კანცეროგენად არის მიჩნეული, შესაბამისად დასაღეჭი თამბაქოს გამოყენება ზრდის პირის ღრუს სიმსივნის გამოყენების რისკს.
3. სტომატოლოგები გვაფრთხილებენ (ეს შენიშვნა მამაკაცებს უფრო ეხებათ), არავითარ შემთხვევაში არ გავხსნათ კბილებით ლუდის ბოთლები - მავნე ჩვევა, რომელიც პრაქტიკულობის მიუხედავად, საკმაოდ საზიანოა კბილებისთვის.
4. მაცივარში გასამაგრებლად შედებული ფილა შოკოლადი. სტომატოლოგების რწმუნებით, ჩემნაირმა შოკოლადის თავგადაკლულმა ფანებმა, უმჯობესია შოკოლადი დამდნარ და დარბილებულ ფორმაში მიირთვან, ვიდრე მაცივრში გამყარებული: როგორც ამბობენ, ასე შესაძლოა კბილის გვირგვინის დაზიანება.
5. ლიმონის წვენი. ამ ფანტასტიური ციტრუსის უამრავი სასარგებლო თვისების მოუხედავად, მისი დიდი რაოდენობით მირთმევა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ლიმონმჟავამ შესაძლოა გამოიწვიოს კბილის მინანქრის ეროზია.
ახლა იმის შესახებ, თუ რა არის სასარგებლო კბილებისა და პირის ღრუს სიჯანსაღისთვის:
1. კბილის ჯაგრისის სისტემატურად გამოცვლა - სულ მცირე 3 თვეში ერთხელ მაინც.
2. ფტორის შემცველი კბილი პასტის გამოყენება - ასე გაცილებით მარტივად დაამარცხებთ კარიესს.
3. წყაროს წყლის დალევა - დალიეთ წყალი, დიდი ოდენობით წყალი.
4. გამოიყენეთ ენის სახეხი - პირის ღრუს უსიამოვნო სუნის 90%-ით განმაპირობებელი სწორედ რომ ენაზე არსებული ნადებია, ამიტომაც აუცილებელი მისი ყოველდღიური მოცილება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა