We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ გავზარდოთ პატარები ოპტიმისტებად

_from blog_:
_June_ 06, 2017
_by_ Anika
როგორც ამბობენ, ყველა ბავშვი დაბადებიდან ოპტიმისტია, მაგრამ დროთა განმავლობაში, მათი საკუთარ თავში და გარშემო ადამიანებისადმი რწმენა ნელ-ნელა ძალას კარგავს, მასთან ერთად კი ოპტიმიზმიც და პოზიტიური იმედებიც სულ უფრო ფერმკრთალი ხდება. სამწუხაროდ, ფსიქოლოგები ამაში, ჩვენ - დიდებს გვადანაშაულებენ, შესაბამისად, ამ უარყოფითი გავლენის მინიმუმამდე შემცირების ძალაც მხოლოდ დიდებს გვაქვს. როგორ მოვიქცეთ, პატარებს მაქსიმალურად რომ შევუნარჩუნოთ ოპტიმიზი? დღევანდელ პოსტში ბავშვთა ფსიქოლოგების რამდენიმე სასარგებლო რჩევას გავეცნოთ ამასთან დაკავშირებით.

1. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მინიმალურად შეფავასოთ ბავშვი. ფსიქოლოგების თქმით, ნებისმიერი შეფასება, თუნდაც დადებითი, ნეგატიურად აისახება ბავშვსი არსებულ თანდაყოლილ ოპტიმიზმზე. თუ ხშირად შევაქებთ პატარას, მაშინ შესაძლოა შიში გაუჩნდეს, რომ რომელიმე ჯერზე ისევ ისე კარგად არ გამოუვა და შესაბამისად, მას აღარ შეაქებენ. თუმცა, არც კრიტიკა ყოფილა სასარგებლო ბავშვის განვითარებისთვის. ვინაიდან ნეგატიური და დადებითი შეფასებები გვეკრძალება, ამდენად როგორ უნდა მოვიქცეთ? ფსიქოლოგები ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანას გვირჩევენ: მაგალითად, თუ პატარა რამეს დახატავს და გვკითხავს როგორ მოგვწონს მისი ნამუშევარი, "ყოჩაღ, რა ლამაზად დაგიხატავს!" ნაცვლად შეგვიძლია ვკითხოთ რა დახატა, პერსონაჟების აღწერა ვთხოვოთ, ვინ რას აკეთებს, რატომ დახატა ასე, ვინ როგორ განწყობაზეა და ა.შ.

2. პატარები სამყაროს შეცნობას, ემოციების გამოხატვას, თავიანთი საქციელის გაკონტროლებას სხვა ადამიანებთან ურთიერთობის გზით სწავლობენ. ამიტომაც, მათთვის სხვებთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენ კი ფსიქოლოგები გვრიჩევენ, რომ შეძლებისდაგვარად მეტი საქმე ვაკეთოთ ხოლმე მათთან ერთად და ვაჩვენოთ პატარებს, რომ მათ ინტერესებს ჩვენც ვიზიარებთ. ასე, მათ მეტი რწმენა უჩნდებათ გარე სამყაროს მიმართ.

3. ხელი შეუწყვეთ პატარას ფანტაზიის გაღვივებაში. ფანტაზიები ბავშვების სამყაროს აფართოვებს, ფანტაზიის უნარი კი ძალიან ეხმარება პატარებს წარუმატებლობების გადალახვაში. ფანტაზიის მეშვეობით, პატარები ნამდვილ ჯადოქრებად იქცევიან და უკვე შეუძლიათ საკუთარი შიშის გადალახვა და საკუთარ ძალებში რწმენა უჩნდებათ.

4. ითამაშეთ პატარებთან ერთად. თამაშის დროს თამამები უნდა ვიყოთ და ბავშვებს თავიანთ ფანტაზიებში ავყვეთ: დედის ჩანთა შესაძლოა უცებ თოჯინის სახლად იქცეს, მაგიდის გადასაფარებელი კი ფარდად თოჯინების თეატრისთვის.

_OTHER BLOGPOSTS_