წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გვეხმარება ჩიას მარცვლები წონაში კლებაში

ბლოგი:
აგვისტო 16, 2016
ავტორი Anika
ამ მცენარის ქართული შესატყვისი ვერსად მოვიძიე. როგორც აღმოჩნდა, ქართულ ენაშიც ჩიას მარცვლების სახელით მოიხსენიებენ, ამიტომაც, მეც ამ უსაფრთხო გზას ავირჩევ და დღევანდელ პოსტში ერთ-ერთ გამორჩეულად სასარგებლო პროდუქტზე მოგიყვებით. ჩიას (Chia seeds) შესახებ ბევრ თქვენგანს ისედაც სმენია ალბათ, სელის მარცვლების მსგავსად, ეს სუპერმცენარეც ძალიან დიდი სარგებლის მომცემია ადამიანის ორგანიზმისთვის მისთვის დამახასიათებელი ძლიერი ანტიოქსიდანტის თვისებების გამო. თუმცა, ამას გარდა, ჩიას მარცვლების გამოყენება წონის კორექციისთვისაც არის შესაძლებელი რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო:

- ის დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. ცილა ჩვენი მეგობარია, რომელიც დიდი ხნით გვანაყრებს და ენერგიით გვავსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად მოგვინდება წასუსნავება, ტკბილეულის დაგემოვნება, შესაბამისად ზედმეტ კილოკალორიებსაც ავიცილებთ თავიდან. ცილები ასევე სასარგებლოს კუნთის მასისსთვის, რაც აქტიური ცხოვრების წესის შემთხვევაში ძალიან კარგი რამაა .

- ჩიას მცენარე მდიდარია უჯრედისით. უჯრედისი, როგორც ვიცით, ძალიან დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე, რაც საბოლოო ჯამში ნაკლებ შებერილობას, დისკომფორტს, კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას და ზედმეტი წონის პრევენციას ნიშნავს.

- ჩიაში დაბალია ნახშირწყლების შემცველობა. საშუალოდ, 30 გრამ მარცვალზე 12 გრამი ნახშირწყლეიბ მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი ნაკლებ ცხიმს გადაინახავს.

- ჩიას მარცვლები სტრესის დაძლევაში გვეხმარება. საქმე იმაშია, რომ ეს სუპერროდუქტი დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმსა და ტრიპტოფანს, რომლებიც თავის მხრივ, სეროტონინის გამომუშავებას ახდენენ და ასევე მდიდარია ომეგა 3 ცხიმ-მჟავებით, რომელთაც ასევე თავისი წვლილი შეაქვთ დეპრესიის პრევენციაში. ნაკლები კორტისოლი ნაკლებ სტრესს ნიშნავს - კორტისოლი ცხიმის მუცლის ზონისკენ გადანაცვლებას უწყობს ხელს, რაც დამეთანხმებით, ნალებად სასურველი მოვლენაა.

- მარცვლები დიდი რაოდენობით შეიცავენ ჯანსაღ და სასარგებლო ცხიმებს. სასარგებლო ცხიმი, თავის მხრივ, ორგანიზმში არსებული ცხიმის დაწვაში გვეხმარება. ამას გარდა, ის ნაყროვანების შეგრძნების დადგომასაც უწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებ საჭმელს მიიღებთ, ადვილად დანაყრდებით და წონაში კლებაც შედარებით გამარტივდება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები