ბლოგი:
იანვარი 29, 2017
ავტორი Anika
ჰუმუსი გენიალური გამოგონება მგონია: გარდა იმისა, რომ საოცრად არომატული და გემრიელია, ის ვეგეტარიანული, სამარხვო, დაბალკალორიული და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ყველაფერთან ერთად დიდი ხნითაც გვანაყრებს. ამიტომაც, თუ არ დაიზარებთ და დიდ ულუფა ჰუმუსს მოამზადებთ, თქვენც და ოჯახის სხვა წევრებიც ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
და მაინც როგორ გვეხმარება ჰუმუსი წონაში კლებაში?
1. ის დაბალკალორიული ალტერნატივაა ნებისმიერი ტიპის სენვიჩის მოსამზადებლად. თუ ერთი სუფრის კოვზი მაიონეზი საშუალოდ 90 კკალ-ს შეიცავს, ჰუმუსი მხოლოდ 27 კკალ-ით შემოიფარგლება. იმაზე არ დავიწყბეთ საუბარს, რამდენად სასარგებლოა ჰუმუსი მაიონეზთან შედარებით, ამას თავადაც მიხვდებით. სენდვიჩის გარდა, ჰუმუსი შეგიძლიათ სალათზე მოასხათ, მოურიოთ და ისე მიირთვათ.
2. ჰუმუსი დიდი ხნით გვანაყრებს - თურქული ბარდისგან დამზადებული ჰუმუსი ცილების და უჯრედისის კარგი წყაროა, რაც შესაბამისად, დიდი ხნით გვანარჩუნებინებს ნაყროვანების შეგრძნებას. თქვენს საკვებს თუ ცოტა ჰუმუსს დაუმატებთ, მერწმუნეთ, გაცილებით მეტ ენერგიას მიიღებთ და შიმშილის გრძნობაც საკმაოდ გადაივადებს. ანიკას ბლოგის მკითხველებმა იციან, რომ უჯრედისი და ცილები საუკეთესო დამხმარეა, როცა წონაში კლება ან თუნდაც წონის გაკონტროლება გვსურს.
3. ის საკმაოდ მარტივი მოსამზადაბალია, მთავარია ყველა საჭირო ინგრედიენტი მოიმარაგოთ: თურქული ბარდა (რომელსაც ღამით წყალს დაასხამთ, დატოვებთ დასალბობად და მეორე დილით მოხარშავთ თავდახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე საშუალოდ 1-1.5 საათის განმავლობაში); ზეითუნის ზეთი; ტაჰინი, იგივე სესამის პასტა (თუქრულ მარკეტებში იყიდება თბილისში); ლიმონი; კვლიავი (სუნელია ასეთი და ყველგან იყიდება); რამდენიმე კბილი ნიორი და წყალი. ამ ყველაფერი დააბლენდერებთ და სულ ესაა. ინგრედიენტების რაოდენობა და თანაფარდობა შეგიძლიათ ინტერნეტში ზუსტად ნახოთ, უამრავი კარგი რეცეპტია. (http://allrecipes.com/recipe/26921/real-hummus/)
წარმატებები!
ანიკა