წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ გვეხმარებიან ვიტამინები წონაში კლებაში

ბლოგი:
აგვისტო 20, 2014
ავტორი Anika
დიეტოლოგების აზრით, ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად და წონის დასარეგულირებლად ვიტამინების მრავალრიცხოვან არმიაში C ვიტამინი (იგივე ასკორბინის მჟავა) საუკეთესოა. პირველ რიგში, ის მეტაბოლიზმს აჩქარებს, მეორეც - C ვიტამინი არ შეიცავს შაქარს, რაც წონაში კლების პროცესისთვის საუკეთესო რამაა. გარდა ამისა, როგორც ექიმები გვარწმუნებენ, ეს ვიტამინი დადებით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის ისეთ სახეობებზე, როგორიცაა ცილების, ნახშირწყლების და ქოლესტერინის ცვლა (ასკორბინის მჟავა სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს). და ბოლოს, ის არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია.

ასკორბინის მჟავა ესაჭიროება არა მხოლოდ მათ ვისაც ზედმეტი კილოგრამები არ აწუხებს, არამედ მათაც, ვისაც უბრალოდ არსებული წონის შენარჩუნება სურს. ასეთ შემთხვევაში, ასკორბინის მჟავის დღიური დოზა 60 მგ-ს უნდა შეადგენდეს მამაკაცებისთვის, ხოლო 50 მგ-ს ქალებისთვის. ხოლო წონაში კლების პროცესში მყოფებმა კი 90 და 75 მგ. ოდენობით უნდა მიიღონ ეს ვიტამინი.

თუ თქვენ დილიდანვე მოამარაგებთ ორგანიზმს C ვიტამინით, ამით დღის განმავლობაში ადიპოციტების (ცხიმოვანი უჯრედების) შემცირებას უწყობთ ხელს. ასკორბინის მჟავის მიღება შესაძლებელია ბოსტნეულიდან (ისპანახი, კომბოსტო, კარტოფილი, წიწაკა), კენკრებისგან და რასაკვირველია, ყველა სახეობის ციტრუსისგან.

bottles of milk next to a plaid napkins

ვიტამინი B12 ძალიან მნიშვნელოვანია ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლისთვის. სწორედ ეს ვიტამინი ეხმარება ცილებს და ცხიმებს ენერგიად გადაქცევაში. შედეგად, ნივთიერებათა ცვლა უმჯობესდება და წონაში კლებაც უფრო მარტივი ხდება.

არსებობს გახდომის სხვადასხვა პროგრამები, რომლებშიც, სხვასთან ერთად, B12 ვიტამინის ინექციებიც შედის. საქმე იმაშია, რომ ამ ვიტამინის გარკვეულ რაოდენობას საკვებიდან ისედაც ვიღებთ, ამიტომაც ასეთი ინექციები მხოლოდ მათ ენიშნებათ, ვისაც გამოკვეთილად აქვს B12 დეფიციტი. ზოგადად, დღიური ნორმა ჯანმრთელ ადამიანში 2 მკგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, სქესის მიუხედავად. მისი მიღება შეგვიძლია ისეთი პროდუქტებიდან, როგორიცაა ღვიძლი, საქონლის ხორცი, ქათამი, ზღვის თევზეული, კვერცხი, ხაჭო და რძე.

B1 (ტიამინი) ვიტამინი ძირითადად ნახშირწყლების ცვლაში მონაწილეობს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მეტაბოლიზმის პროცესში. გარდა ამისა, ის დადებითად მოქმედებს გულის და ტვინის ფუნქციონირებაზე და აუმჯობესებს ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას. რაც შეეხება მის როლს წონაში კლების პროცესში: უპირველეს ყოვლისა, მას შარდმდენი ეფექტი აქვს; ის ამაღლებს კუნთების ტონუსს და ამსუბუქებს საჭმლის მონელების პროცესს. B1 ვიტამინის დღიური დოზა 1000 კკალ-ზე 0.7 მგ.-ს შეადგენს. თუ თქვენ ფიზიკურად აქტიური ხართ და ვარჯიშობთ, ან ჭარბი წონა გაქვთ, მაშინ ეს რაოდენობა უნდა გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმში არსებულ B1-ის მარაგს ანადგურებს ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი, კოფეინი, სულფანილამიდები და ანტაციდები. B1 ვიტამინის საუკეთესო წყაროა ღორის ხორცი, გაღივებული ხორბალი, შვრია და თხილი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები