We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ იცვლება წლებთან ერთად ჩვენი თმა და რა მოვუხერხოთ მას

_from blog_:
_June_ 05, 2017
_by_ Anika
წლების მატებასთან ერთად თავის მოვლის რუტინაც რომ იცვლება, ეს ყველამ კარგად ვიცით: კვების სათანადო ადაპტაციასთან ერთად, პარალელურად რეჟიმში გვიწევს ასევე კანის და თმის მოვლასდმი მიდგომების შეცვლაც. დღევანდელ პოსტში სწორედ თმის ასაკობრივ ცვლილებებზე და მის შეძლებისდაგვარად პრევენციაზე ვისაუბრებთ.

სპეციალისტები თქმით, 40 წლის შემდეგ ჩვენი თმა ფუნდამენტურ ცვლილებებს გადის, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ამ პროცესის უპირველესი სიმპტომი თმაში ჭაღარის გაჩენა, რომელიც საკმაოდ ინდივიდუალურად მიმდინარეობს და მნიშვნელოვნად არის განპირობებული გენეტიკური განწყობით. ამიტომაც, პირველი ჭაღარის გაჩენა რიგ შემთხვევებში გაცილებით ადრე, 30 წლის ასაკიდანაც იწყება. გენეტიკის გარდა, ჭაღარა თმის გაჩენაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა უძილობა, სტრესი, არასწორი კვება და გარკვეულ შემთხვევებში, კონკრეტული დაავადებები. არგამართლების შემთხვევაში, ორგანიზმში არსებული ენდოკრინული ჯირკვლები შეანელებენ მელანინის გამომუშავებას - პიგმენტი, რომელიც თვალების, თმის და კანის ფერზეა პასუხისმგებელი. მელანინის ნაკლებობის გამო ხდება სწორედ, რომ თმა შეფერილობას კარგავს და შესაბამისად, უფერული - ჭაღარა ხდება. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გადაწყვეტა თმის შეღებვაა, თუმცა თმას უფრო საფუძვლიანად რომ მივეხმაროთ, ამისთვის უპირველეს ყოვლისა, დაბალანსებული კვება და სათანადო ასაკსაწინააღმდეგო თმის მოვლის საშუალებები გვესაჭიროება, რომლებიც სპეციალურ ინგრედიენტებს, მათ შორის ომეგა ცხიმ-მჟავებს შეიცავს.

წლებთან ერთად ჩვენი თმა მელანინთან ერთად ჯანსაღი თმის მნიშვნელოვან კომპონენტს - ცილას და მის უფრო რთულ სახეობას - კერატინს კარგავს. რეალურად, ეს ცილა თმის საშენი მასალის როლს ასრულებს და ახალი უჯრედების წარმოქმნისთვის უმნიშვნელოვანესია. ცილების წყალობით თმა მბზინვარე, დამყოლი და გარეშე ფაქტორებისადმი გამძლე ხდება. ამიტომაც, დროთა განმავლობაში, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთი მოვლის საშუალებების შერჩევაზე, რომლებიც კერატინს შეიცავენ. ამასთან ერთად, კარგი იქნება თუ შეძლებისდაგვარად შევზღუდავთ თმის საშრობის და უთოების გამოყენება.

სიმშრალე კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტორია, რომელიც წლებთან ერთად თმას ასუსტებს, სიმშრალის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი კი თმის საშრობის ხშირი მოხმარებაა: ცხელი ჰაერის ნეგატიური ზემოქმედების გამო თავის კანი ღიზიანდება, ხდება ცხიმოვანი ჯირკვლებიდან ცხიმის არბი გამოყოფა, რის გამოც სულ უფრო ხშირად გვესაჭიროება თმის დაბანა, ხშირი დაბანა კი, თავის მხრივ, ასუსტებს კუტიკულას და თმა უფრო თხელი ხდება.

_OTHER BLOGPOSTS_