წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ ინარჩუნებენ წონას ვარსკვლავები

ბლოგი:
ივნისი 17, 2013
ავტორი Anika
წონაში კლების, დიეტური კვების და სპორტულ ფორმაში ყოფნის მეთოდები ყველას ინდივიდუალური გვაქვს - გააჩნია, ვისთვის რა არის ხელსაყრელი და მის ორგანიზმს რა ერგება. მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით და ინტერესით ვეძიებით ხოლმე ცნობილი ადამიანების დიეტებს თუ მათი იდეალური ფორმების საიდუმლოებებს.

დღევანდელ პოსტში რამდენიმე ცნობილი ადამიანის “ოქროს წესი” მინდა გაგიზიაროთ, რომლებმაც ჯანსაღი სხეულის მისაღწევად არც თუ ისე მარტივი გზა გაიარეს და რომლებისთვისაც ეს შედეგი უკვე ცხოვრების წესად იქცა.

ბეიონსეთი დავიწყოთ. განსაკუთრებული მიმზიდველობის და ქალური ფორმების მქონე მომღერალი არ მალავს, რომ ჭარბი წონისადმი მიდრეკილება მისთვის გენეტიკური ტვირთია და ამასთან გამკლავება ადრეული ასაკიდან უწევდა. ამ ყველაფრის ერთხელ და სამუდამოდ დაძლევაში კი, მისივე სიტყვებით, მას მეუღლე და პირადი ფიტნეს-ინსტრუქტორი მარკო ბორგესი დაეხმარენ. მომღერალი კვირაში 5 დღეს სატრენაჟორო დარბაზში (დღიურად საშუალოდ 30 წუთს) ატარებს, რომლის განმავლობაშიც ის ერთდროულად კუნთების სხვადასხვა ჯგუფზე მუშაობს. ტკბილეულის სიყვარულის დაძლევას და მის ჩანაცვლებას B და D ვიტამინებით დაჯერებული საკვებით ცდილობს, რომლებიც დიდი რაოდენობით ენერგიას იძლევიან და იმუნიტეტსაც ამყარებენ. ამას გარდა, ბეიონსე ფიტნეს-ინსტრუქტორის რჩევას ითვალისწინებს და დღის განმავლობაში დიდ რაოდენობით სითხეს იღებს (ჩვენი ოქროს წესი - საშუალოდ 1.5-2 ლიტრი წყალი) და ქოქოსის რძეს მიირთმევს, რომელიც დაბალკალორიულობის მიუხედავად ძალიან მდიდარია ვიტამინებით და წნევის რეგულირებაშიც ეხმარება. ამ ყველაფერთან ერთად მომღერალი იშვიათი გამონაკლისების გარდა არასდროს არღვევს 8 საათიანი ღამის ძილის და სავალდებულო საუზმის წესს.

Dzhennifer-Eniston_image_305_392

ჰოლივუდის “perfect body”-ს მეტსახელის მქონე ჯენიფერ ანისტონი ვფიქრობ, დამსახურებლად ატარებს ამ “ტიტულს”. ბეიონსეს მსგავსად, ისიც აღიარებს, რომ “გემრიელი ფორმებისკენ” მიდრეკილება გენეტიკურად, კერძოდ, კი ბერძნულ-იტალიური წარმომავლობის წინაპრებისგან ერგო. მსახიობი არც იმაზე საუბარს ერიდება, თუ როგორ იზრდებოდა წლების განმავლობაში ჩიზბურგერებსა და მაიონეზით გაძეძგილ ამერიკულ საკვებზე. მსახიობის კარიერამ მის ცხოვრებაში გარდატეხა და ახალი ცხოვრების პრიორიტეტები მოიტანა: დროთა განმავლობაში მან ზედმეტი კილოგრამებისგან განთავისუფლება მკაცრი ცილოვანი დიეტის და შემდგომ უკვე ბალანსირებული კვების რაციონის ხარჯზე მოახერხა. ენისტონის თქმით, მისი დღიური რაციონი ასე გამოიყურება: 40% - ხილი და ბოსტნეული, 30% - რძის პროდუქტები და 30% მცენარებული ცხიმები და ზეთები. მსახიობს რაციონიდან ამოღებული აქვს ალკოჰოლი, ყავა, ბურღულეული და კარტოფილი, თუმცა მისი ჯანსაღი ცხოვრების ყველაზე დიდი წილი მაინც ფიზიკურ აქტივობაზე, კერძოდ, იოგაზე მოდის. როგორც თავად ამბობს, იოგას მსახიობი ყოველდღიურად 2 საათს უთმობს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები