ბლოგი:
აგვისტო 26, 2013
ავტორი Anika
საუკუნეში სქელი თმა თამამად შეგვიძლია ფუფუნებად მოვიხსენიოთ. დღეს - საშრობის ცხელი ნაკადით თმების ხშირად გაშრობის, ათასგვარი ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული თმის მოვლის საშუალებების გამოყენების და არასწორი კვების რეჟიმის პირობებში - გათხელებულ-გამოხშირებული თმა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომელიც ნაკლებად თუ გამოიწვევს ვინმეს გაკვირვებას. პირიქით, გაოცების და აღნიშვნის ღირსი სწორედაც რომ სქელი, ჯანმრთელი თმაა ამ ეტაპზე.
დღევანდელ პოსტში სტილისტების რამდენიმე რჩევა მინდა გაგიზიაროთ, რომელიც თხელი თმისთვის სასურველი, დამატებითი მოცულობის მინიჭებაში დაგეხმარებათ.
ყველაზე გამოცდილი, ძველი და მრავალჭირნახული მეთოდი ე.წ. “ნაჩოსის” გაკეთებაა. ამისთვის კი მთავარი იარაღი წვრილი, ერთმანეთთან მჭიდროდ განლაგებული კბილებიანი სავარცხელია. თმის იმ ნაწილს, სადაც მოცულობის დამატება გვსურს, ავიწევთ და თმის ძირებთან ახლოს, შიგნითა მხრიდან სავარცხლით ავიჩეჩავთ თმას. ეს ყველაფერი ისე უნდა ვქნათ, რომ აჩეჩილ-აწეული მონაკვეთები თმის ქვეშ დაიმალოს და გარედან თმას “ნაჩოსის” არსებობა არც ეტყობოდეს - წინააღმდეგ შემთხვევაში სასაცილო შესახედი იქნებით.
მეორე მეთოდი თმის საშრობის გამოყენებას გულისხმობს. მოკლედ, დაბანილ, სველ თმაზე მცირე რაოდენობით მუსს ან ადვილი დავარცხნისთვის განკუთვნილ სპრეი-კონდიციონერს გავისხამთ, რის შემდეგაც თავს ქვემოთ დავხრით და ისე გავიშრობთ დიფუზორიანი თმის საშრობით. გამშრალი თმა შეგვიძლია ოდნავ შევიკრათ ან გაშლილი დავიტოვოთ და ცოტაოდენი ლაქი შევისხათ დასაფიქსირებლად. შედეგად, ბუნებრივი ვარცხნილობა უნდა მივიღოთ, ასევე ბუნებრივი თმის მოცულობით.
კიდევ ერთი ეფექტური და თმისთვის ყველაზე ნაკლებ საზიანო მეთოდი წებოვანი ბიგუდების გამოყენებაა. შეიძლება ბევრი თქვენგანი იყოს კიდევ ბიგუდების აქტიური მომხმარებელი. პირადი გამოცდილებიდან გაგიზიარებთ, რომ სქელი ბიგუდები საკმაოდ ეფექტურია ზომიერი მოცულობის მისაცემად. ისინი თანაბრად უნდა გავინაწილოთ სველი, ოდნავ შემშრალი თმის შიდა ნაწილებზე და თმას ბოლომდე გაშრობა დავაცადოთ. თუმცა, მე არასდროს ვიყენებ სრულად თმაზე - რამდენიმე ბიგუდს ვიფიქსირებ ხოლმე კეფის აყოლებაზე, შუა ნაწილში, რაც სრულიად მყოფნის სასურველი შედეგისთვის. ამის შემდეგ თმა ჩვეულებრივ შეგვიძლია დავივარცხნოთ და სასურველი ფორმა მივცეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა