წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მივანიჭოთ ტუჩებს დამატებითი მოცულობა

ბლოგი:
სექტემბერი 23, 2013
ავტორი Anika
სათაურმა არ მოგატყუოთ და არ იფიქროთ, თითქოს ფილერებზე და ქირურგიულ მეთოდებზე ვაპირებდე საუბარს. ამ პოსტში, მინდა პროფესიონალი ვიზაჟისტების რამდენიმე რჩევა გაგიზიაროთ, რომლებიც საკუთარი ტუჩების მოცულობით უკმაყოფილო გოგონებს მათი ვიზუალურად გადიდების შესაძლებლობას მოგცემთ. და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკის ხარჯზე - სწორად შერჩეული ფერებით, ტექსტურით, ინგრედიენტებით და პომადის წასმის სათანადო ტექნიკით, თქვენ შეძლებთ სასურველი ეფექტის მიღწევას.

პირველ რიგში, შევარჩიოთ პომადის ან მბზინავის ფერი. ვიზაჟისტების თქმით, ღია ფერების პომადები ტუჩებს ვიზუალურად ადიდებს, მაშინ როცა მუქი ტონალობები მათ უფრო ვიწრო და ბრტყელ ელფერს სძენს. ამიტომაც, ჩვენი მიზნის მისაღწევად, არჩევანი ვარდისფერის პასტელურ გამაზე, ღია მარჯანისფერზე, ატმისფერზე და ბუნებრივ ბეჟ ფერებზე უნდა შევაჩეროთ.

690x460_0xd42ee42a_17886708821378813251

წესი N2 - ფერზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სათანადო ტექსტურის ტუჩის საცხის შერჩევა. თუ თქვენ პომადების კატეგორიის მომხმარებელი ხართ, მაშინ კრემისებური, ბზინვარების მქონე პომადა შეარჩიეთ და ნუ გამოიყენებთ ხავერდოვან ან მქრქალ პომადას. თუ ტუჩების ზედაპირი სინათლეს არ ირეკლავს, მაშინ ტუჩები რეალურთან შედარებით უფრო პატარა ზომის ჩანს. სინათლისამრეკლ ტუჩის საცხებში კი საუკეთესო ტუჩის მბზინავებია, განსაკუთრებით ისეთები, რომელთაც სისველის ეფექტიც აქვთ. ვიზაჟისტები გვირჩევენ, რომ ასეთი მბზინავი ჩვეულებრივი პომადის წასმის შემდეგ ზემოდან გადავისვათ.

690x460_0xd42ee42a_17598986381378813291

იცოდით თუ არა ტუჩებისთვის სპეციალური “ფლამფერები” რომ არსებობდა?! სახელწოდება ინგლისური სიტყვა plump-იდან მომდინარეობს და ქართულად აფუებას ნიშნავს. ასეთი ფლამფერები, როგორც წესი, შეიცავენ წიწაკას და მენთოლს, რომლებიც ტუჩის კანს ახურებენ და ტუჩების მიმართულებით სისხლის მიწოდებას აუმჯობესებენ. კოლაგენი ნაოჭებს და ნაკეცებს ვიზუალურად ავსებენ, ტუჩის ზედაპირს ასწორებენ, ჰიალურონის მჟავის მოლეკულები კი ტუჩების ზონისკენ ტენიანობას იზიდავენ და ღრუბელივით ფუვდებიან, რის ხარჯზეც ტუჩებიც ანალოგიურად იბერება. მართალია, ასეთი ფლამფერების ეფექტი მხოლოდ რამდენიმე საათს გრძელდება, ჰიალურონის ინექციისგან განსხვავებით, მაგრამ ერთჯერადი თავგადასავლისთვის ნამდვილად ღირს ეს უმტკივნეულო მეთოდი.

ტუჩების მოყვანილობასაც თავისი როლი აქვს მოცულობის გაზრდის საქმეში. იმისათვის, რომ ტუჩებს სასურველი ფორმა მივცეთ, ის თავდაპირველად უნდა გავაფერმკრთალოთ კორექტორით ან ტონალური კრემით - უბრალოდ “წავიშალოთ” ტუჩის ბუნებრივი კონტურები და შემდეგ ახლებურად “გამოვხაზოთ”. ერთ-ერთი ვარიანტი ბრიჯიტ ბარდოს მსგავსი მოყვანილობაა, როდესაც ზედა ტუჩი ქვედა ტუჩის სარკის ანარეკლივითაა - სრულად იმეორებს მის ფორმას. ალტერნატივად შეგიძლიათ ლათინური M -ის ფორმაც სცადოთ: ამ დროს ზედა ტუჩის შუაში მოქცეული ორი ყველაზე აბზეკილი მონაკვეთის მკვეთრი კონტურები მაქსიმალურად უნდა გამოვყოთ.

690x460_0xd42ee42a_18756820921378813324

და ბოლოს, რამდენიმე “ეშმაკური ხერხი” ვიზაჟისტებისგან, ტუჩებისთვის push-up ეფექტის მისაცემად:

1. ზედა ტუჩის შუაგულში აბზეკილი ორი ბოლო ჰაილაითერით ან სინათლის ამრეკლი კონსილერით გაიფერმკრთალეთ.

2. ტუჩებზე ახალი კონტურების გამოყვანის შემდეგ, ფანქრით ამოავსეთ ტუჩის ბუნებრივ და ახალ კონტურებს შორის არსებული სივრცე - ანუ მსუბუქად გადაუსვით ფანქარი, მათ შორის ვიზუალური განსხვავება რომ გაქრეს.

3. ქვედა ტუჩის შუაგულში წერტილის მსგავსად დასვით უფრო ღია ფერის პომადა ან გამჭვირვალე მბზინავი ან ჰაილაითერი და შემდეგ ტუჩები დამუწეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები