ბლოგი:
მაისი 02, 2015
ავტორი Anika
ანიკას ბლოგის ერთ-ერთი მკითხველის თხოვნით, დღევანდელ პოსტში თვალის ირგვლივ კანის მოვლაზე ვისაუბრებთ, კონკრეტულად კი რა ზომებს უნდა მივმართოთ, რომ ნაოჭების გაჩენა მაქსიმალურად გადავავადოთ და უკვე არსებული ნაოჭები კი მინიმალურად ხილვადი გავხადოთ.
მოდით, ჯერ ცნობილი ამერიკელი დერმატოლოგების რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას გაგაცნობთ და შემდეგ გადავიდეთ უკვე თვალის საცხის შერჩევაზე.
თავს უფლებას მივცემ და ცნობილი ექიმი-კოსმეტოლოგების შემდეგ, ჩემ პირად გამოცდილებასაც გაგიზიარებთ, რომელიც დედასგან მაქვს ნასწავლი: აფთიაქში ჩვეულებრივ A ვიტამინის კაფსულებს ყიდულობთ, ღამით ძილის წინ ნემსის წვერით დაჩხვლეტთ კაფსულად და გამოდევნილ ზეთოვან სითხეს ანუ ვიტამინს შეიძელთ თვალის ზონაზე - ფანტასტიური რამეა! ზოგი ცოტა ზეითუნის ზეთსაც ურევს A ვიტამინთან ერთად, თქვენც შეგიძლიათ სცადოთ.
ახლა კონკრეტული თვალის საცხის შერჩევას რაც შეეხება, იცით არჩევანი რამდენად მრავალფეროვანი და დამაბნეველია. ამიტომაც, მთავარი უნდა დავიმახსოვროთ: რა ინგრედიენტები უნდა ვეძებოთ თვალის საცხის აღწერაში. ექიმ-კოსმეტოლოგების თქმით ეს ჩამონათვალი ასე გამოიყურება: C ვიტამინი, რეტინოლი (იგივე A ვიტამინი), კოენზიმი Q10, ჩაის ექსტრაქტი, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი და ნიაცინამიდი. C ვიტამინი, რეტინოლი, ნიაცინამიდი და ექსტრაქტები ანტიოქსიდანტებს წარმოადგენენ, რომლებიც კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების (თავისუფალი რადიკალები არასტაბილური ჟანგბადის მოლეკულებია) მიერ მიყენებული ზიანისგან იცავენ. რეტინოლის უპირატესობა მის განსაკუთრებულ უნარშია, ხელი შეუწყოს კოლაგენის გამომუშავებას და კანის ელასტიურობა და სიმკვრივე გაზარდოს. ასე, რომ გაითვალისწინეთ ინგრედიენტების ეს ჩამონათვალი, სანამ თვალის საცხს შეიძენთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა

- ყოველ ღამით, ძილის წინ, რეტინოლის ან პეპტიდების შემცველი თვალის საცხი გამოიყენეთ და გაითვალისწინეთ, რომ თვალის საცხის წასმის ტექნიკა საკმაოდ მნიშვნელოვანია: საცხი სრულად უნდა წაისვათ ქვედა ქუთუთოზე და შემდეგ გარეთა მიმართულებით ზემოთ გადაინაცვლოთ წარბის ძვლისკენ.
- ძილის წინ, ერთი ჭიქა წყალი დალიეთ - თვალის ირგვლივ ნაოჭები და წვრილი ხაზები ხშირ შემთხვევაში, დეჰიდრატაციით (ანუ გაუწყლოვანებით) არის გამოწვეული. ამდენად, ღამით თუ წყალს დალევთ, მეორე დილით ნაოჭები ნაკლებ შესამჩნევი იქნება.
- დაიცავით თვალები მზის სხივების ზემოქმედებისგან - ყოველ დილით, სახლიდან გასვლამდე, აუცილებლად გამოიყენეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი თვალის კრემი, რომელსაც სულ მცირე 20 SPF ექნება. ამ გზით, ახალი ნაოჭების და სიშავეების გაჩენის პრევენციას მოახდენთ.
- სახლში ყოველი შემთხვევისთვის იქონიეთ მწვანე ჩაი - გაგრილებულ მწვანე ჩაიში (რომელიც ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი) დასველებული ბამბის კომპრესი საუკეთესო რამაა თვალების შეშუპების ასალაგმად.