წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მოვიცილოთ გამონაყარის და აკნეს ლაქები

ბლოგი:
მაისი 12, 2014
ავტორი Anika
რამ შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა ისე, როგორც ეს ახლად გამოჩენილ გამონაყარს და აკნეს შეუძლია?! თუმცა, გამონაყარს და აკნეს არანაკლები უსიამოვნების მოტანა შეუძლია მისი ჩაცხრომის შემდეგაც - პოსტაკნე მდგომარეობას რასაც ეძახიან. მას შემდეგ მეტწილად რჩება მოწითალო პიგმენტური ლაქები, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, პატარა მოლურჯო ნაწიბურები, მოკლედ, კარგი არაფერი. დღეს სწორედ ამ „ნარჩენების“ მოცილებაზე მინდა გესაუბროთ.

როგორ მოვიცილოთ გამონაყარის შემდეგ დარჩენილი მოწითალო ლაქები? ყველაზე მარტივი ვარიანტი გამოცდილ კოსმეტოლოგთან მისვლაა, თუმცა, ამ პრობლემასთან გამკლავება სახლის პირობებშიც მარტივად არის შესაძლებელი. ამაში ძალიან დაგვეხმარება სქრაბის პროცედურები - სქრაბის შედეგად სახის გასუფთავების შედეგად, უჯრედების აღდგენა ხდება, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, სახის კანის ფერის შედარებით ერთგვაროვანი ხდება და მსუბუქი ნაწიბურებიც შედარებით სწორდება. სქრაბების არჩევანი კოსმეტიკურ ბრენდებში საკმაოდ დიდია, თუმცა მათი დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი: ერთმანეთში ავურევთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთს და 1 ჩ.კ. წვრილად დაფქულ მარილს.

მოწითალო ლაქების მოშორებაში ტალახის ნიღაბიც დაგვეხმარება: 1 ს. კ. კოსმეტიკურ ტალახს გავხსნით 2 ს.კ წყალში, კარგად ავურევთ, მივიღებთ კრემისებურ მასას, დავუმატებთ რამდენიმე წვეთ ნებისმიერ ეთერზეთს და ამ ნიღაბს წავისვამთ სახეზე. 10 წუთში ნიღაბს ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ და დამატენიანებელ საცხს გადავისვამთ. ამ ნიღბის გაკეთებას კოსმეტოლოგები 2-3 დღეში ერთხელ გვირჩევენ, მოწითალო ლაქების გაქრობამდე.

ვინაიდან ტალახი კანს აშრობს, ამიტომაც მშრალი კანის შემთხვევაში, კოსმეტოლოგები რეკომენდაციას თაფლისა და დარიჩინის ნიღაბს უწევენ: 1 ჩ.კ. დარიჩინს ავურევთ 1 ჩ.კ. თაფლთან ერთად და მიღებულ მასას წავისვამთ გამონაყარის შედეგად დარჩენილ ლაქებზე და 20 წუთი გავაჩერებთ. ჩამოვიბანთ ნელთბილი წყლით და გადავისვამთ სახეზე ჩვეულებრივ მკვებავს.

რაც შეეხება გამონაყარის შედეგად დარჩენილ ნაწიბურებს, მათ გასაქრობად ძალიან ეფექტიანია დილით და საღამოს ოხრახუშის ნახარშის ყინულის კუბებით დაზიანებული ადგილის დამუშავება. ამას გარდა, შესაძლებელია ამ ადგილების ვაშლის ძმრით დამუშავება: ვაშლის ძმარი და წყალი 1/3 პროპორციით გააზავეთ და ყოველდღიურად გაიწმინდეთ სახე ამ ნაზავით - ერიდეთ თვალის ზონას. ეს ნაზავი სახის უსწორმასწორო რელიეფსაც ასწორებს და სახის ფერსაც აუმჯობესებს.

დროებით,

ანიკა

მსგავსი ბლოგები