ბლოგი:
მარტი 22, 2015
ავტორი Anika
მუცლის ზონა პირადად ჩემთვის, ყველაზე პრობლემური მონაკვეთია, განსაკუთრებით მშობიარობების შემდეგ. თუმცა, დღეს პოსტსამშობიარო რეაბილიტაციაზე არ ვაპირებ თქვენთან საუბარს - დღევანდელ პოსტში მუცლის არეში არსებული ზედმეტი ცხიმის მოშორებაზე გესაუბრებით და ფიტნესის სპეციალისტების და ამ სფეროს ექსპერტების რჩევებს გაგიზიარებთ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიურად ერთი საათი მხოლოდ მუცლის პრესის სავარჯიშოებს რომ დაუთმოთ, შესაძლოა მაინც ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი და აი რატომ: პრესის სავარჯიშოებით კუნთებს ვავარჯიშებთ, მაგრამ ვერანაირ ზემოქმედებას ვერ ვახდენთ ცხიმოვან ფენაზე, რომელიც იწვის არა დაჭიმულობის, არამედ მიღებული ჟანგბადის ხარჯზე. ამიტომაც, ფიტნესის სპეციალისტები გვირჩევენ, მუცლის ზონაში ცხიმის მოკლება თუ გვსურს, აუცილებლად კარდიო სავარჯიშოებს უნდა მივმართოთ. ასეთი სავარჯიშოების დროს, მოძრაობების შესრულება ხდება აერობული გკლიკოლიზის შედეგად მიღებული ენერგიის ხარჯზე ანუ გლუკოზის ჟანგბადით დაჟანგვით. ცხიმის წვა იწყება ხანგრძლივი და მონოტონური დატვირთვების შემდეგ, ამიტომაც ვარჯიშის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 40 წუთზე ნაკლები. ყველაზე გავრცელებული კარდიო-ვარჯიშებია სირბილი, სიარული დიდ დისტანციაზე, ცურვა, ველოსიპედი.
ამას გარდა, ჩემი აზრით არ ღირს სპეციალური, მოდელირების ფუნქციის მქონე კრემების უგულვებელყოფაც: რასაკვირველია, ისინი სპორტს და დიეტას ვერ ჩაანაცვლებენ, სამაგიეროდ მათ შეუძლიათ დამხმარე როლი შეასრულონ ამ პროცესში. კრემის შერჩევისას არჩევანი ისეთზე შეაჩერეთ, რომელიც წიწაკას, დარიჩინს და/ან ყავას შეიცავს: ეს კომპონენტები ცხიმების წვას უწყობენ ხელს და თქვენს ვარჯიშაც კიდევ უფრო ეფექტურს ხდიან. ამიტომაც, ვარჯიშის დაწყებამდე კარგი იქნება მათი წასმა. ზოგადად, ასეთი კრემები დილით და საღამოს უნდა შეიზილოთ მუცლის ზონაში წრიული მოძრაობით, რაც საჭმლის მონელებასაც აუმჯობესებს და ტოქსინების გამოდევნასაც უწყობს ხელს.
გააკონტროლეთ კვების რაციონი: მუცლის ცხიმთან ბრძოლის პერიოდში, თქვენი მენიუ მეტწილად თევზისან და მოხარშული ბოსტნეულისგან უნდა შედგებოდეს, ხოლო შოკოლადის, ყველის და სხვა ნახშირწყლების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები კი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
და ბოლოს, პერიოდულად მოიწყვეთ განტვირთვის დღეები. დეტოქსიკაციის საკმაოდ ფართო არჩევანია ინტერნეტში და ახლა როცა ხილი და ბოსტნეულიც დიდი რაოდენობით შემოვა ბაზარზე, სრულიად თავისუფლად შეძლებთ პერიოდულად მოკლე ან ხანგრძლივი დეტოქსის გაკეთებას.
აქვე ჩაგიგდებთ რამდენიმე ეფექტური ვარჯიშის ბმულს, რომლებიც უმჯობესია 40 წუთიანი კარდიო-ვარჯიშების შესრულების შედეგ გააკეთოთ მაქსიმალური ეფექტისთვის:
1. https://www.youtube.com/watch?v=mBiWl_4fbzk&feature=youtu.be
2. https://www.youtube.com/watch?v=rWov2rXQh3w&feature=youtu.be
3. https://www.youtube.com/watch?v=8XN9LnRte6Q
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა