ბლოგი:
მაისი 11, 2012
ავტორი Anika
ამ წერილში მაგიური ნაყენების და დაბერების საწინააღმდეგო ელექსირების შესახებ ნამდვილად არ ვაპირებ საუბარს. უბრალოდ მინდა, გამოცდილი ვიზაჟისტების რჩევები გაგიზიაროთ, რომლებიც მაკიაჟის დახმარებით ახალგაზრდული გამოხედვის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ მიგაჩნიათ, რომ ისედაც საკმაოდ ახალგაზრდა ხართ და მეტად გაახალგაზრდავებას საჭიროდ არ თვლით, ასეთ შემთხვევაში, ეს რეკომენდაციები უბრალოდ იმაში მაინც გამოგადგებათ, რომ გამოუცდელობის გამო, მაკიაჟით თავი არ “დაიბეროთ” - ბევრი მინახავს ასეთი. მოკლედ, მე მოგიყვებით და თქვენ გადაწყვიტეთ.
1. სანამ კოსმეტიკის ჩანთას გახსნით, დარწმუნდით, რომ სახე სათანადოდ გაქვთ დატენიანებული. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ოქროს წესი არ უნდა დაგავიწყდეთ - “დღე-ღამეში 2 ლიტრი წყლის დალევა” და შემდეგ უკვე სახის სპეციალური დამატენიანებელი საცხით დატენიანება.
2. ტონალური კრემის არჩევისას, მოყვითალო (და არა ყვითელი!) ფერის კრემზე გააკეთეთ არჩევანი. როგორც ვიზაჟისტები ამბობენ, მოყვითალო ფერი სახეს ერთგვარ თბილ ელფერს აძლევს, ეს კი თავის მხრივ ახალგაზრდული გამოხედვის გარანტია ყოფილა.
3. ტონალური კრემის სახეზე წასასმელად სველი (!) ღრუბელი გამოიყენეთ - მაკიაჟისთვის განკუთვნილი სპეციალური ღრუბელი წყალში დაასველეთ, კარგად გაწურეთ და მისი მეშვეობით წაისვით ტონალური.
4. წლებთან ერთად ქალები სახის ცხიმს კარგავენ. ამიტომაც, გვირჩევენ სპეციალისტები, რომ ე.წ “რუმიანა” ლოყის ძვლის ყველაზე გამოკვეთილ კონტურზე გადავისვათ და ამით ლოყებს სისავსე შევძინოთ.
5. იმისათვის, რომ თვალები უფრო დიდად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, იდეალურია წამწამების სპეციალური ასაპრეხის გამოყენება. წამწამების ტუშის არჩევისას კი, რეკომენდებულია დამაგრძელებელი ეფექტის მქონე ტუში.
6. სამწუხაროდ, ასაკთან ერთად ტუჩების მოცულობა იკლებს, განსაკუთრებით ზედა ტუჩის. ამიტომაც, ვიზაჟისტები გვირჩევენ, ბუნებრივი ტუჩის ფერის მქონე საცხები გამოვიყენოთ, რაც პირიქით მოცულობას შემატებს ჩვენს ტუჩებს. მკვეთრი ტუჩის საცხის გამოყენება კი, პირიქით, ხაზს გაუსვამს მათ დაპატარავებულ და მომცრო ზომას.
7. კოსმეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალის სახის კანი ბუნებრივ მბზინვარებას 30 წლის შემდეგ ნელ-ნელა კარგავს. ამიტომაც, კარგი იქნება, თუ თვალებს მბზინვარე ეფექტის მქონე თვალის ჩრდილებით გამოვაცოცხლებთ. უმჯობესია, თუ ეს ჩრდილები კრემის ტექსტურის და ბუნებრივ, ნეიტრალურ ფერებში იქნება გადაწყვეტილი.
8. და ბოლოს, თვალის ფანქარს რაც შეეხება, აქ ვიზაჟისტები ჩვეულ შავ ფანქართან გამომშვიდობებას (ზედმეტი ინტენსივობის გამო) და მუქ ყავისფერთან დამეგობრებას გვირჩევენ. მუქ ყავისფერს შავის მსგავსი ეფექტი ჰქონია, თუმცა გაცილებით დახვეწილი და მსუბუქი გამოხატულებით.
იმედი მაქვს, ერთი-ორი სასარგებლო რჩევის გაზიარება შევძელი.
დრეობით, მომდევნო პოსტამდე.
ანიკა