ბლოგი:
ნოემბერი 16, 2017
ავტორი Anika
შხაპი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აბაზანის არსებობა დავივიწყოთ და მასზე საერთოდუარი ვთქვათ. ვისაც სახლში მოხერხებული აბაზანა გაქვთ, პერიოდულად გამონახეთ დრო და აუცილებლად მოუწყვეთ საკუთარ თავს სარელაქსაციო საათი: ასე არამხოლოდ საკუთარ სხეულს, არამედ გუნება-განწყობასაც გაიუმჯობესებთ. ინტერნეტში ბევრ სასარგებლო რჩევებს წაიკითხავთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ზღვის მარილი, გელი თუ ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ აბაზანაში კონკრეტული მიზნისთვის, ანიკას ბლოგში კი დღეს რამდენიმე ზოგად რჩევას შემოგთავაზებთ, რომლებსაც იშვიათად ვითვალისწინებთ ხოლმე ან საერთოდაც არ ვაქცევთ ყურადღებას, რეალურად კი ისინი მაქსიმალური ეფექტის მიღწევაში დაგვეხმარება.
1. განწყობა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია: რაც არ უნდა ძვირფასი და სასწაულმოქმედი ზეთი ან ნაყენი არ უნდა აპკუროთ აბაზანაში, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებთ მისგან, თუ თქვენ ზედმეტად დაძაბული ხართ, სადმე გეჩქარებათ და დროს ითვლით, რომ ოპერატიულად ამოხტეთ და კონკრეტული საქმის კეთება დაიწყოთ. სარელაქსაციო აბაზანისთვის აუცილებლად უნდა განეწყოთ, დრო გამოითავისუფლოთ და დაივიწყოთ საათის შესახებ ცოტა ხნით.
2. წყლის ტემპერატურა და აბაზანის მიღების ხანგრძლივობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუ წყლის ტემპერატურა 35 გრადუსზე მეტი არ იქნება, ასეთ შემთხვევაში მარტივად მიიღებთ თერაპიულ ეფექტს: თბილი წყალი ზურგის ტკივილს შეგიმსუბუქებთ და კუნთების დაჭიმულობას მოხსნის. თუ ძირითადი მიზანი ღამით კარგად გამოძინება და მაქსიმალური მოდუნებაა, ასეთ შეთხვევაში რეკომენდებულია აბაზანის წყალი 35-40 გრადუსზე შევინარჩუნოთ, თუმცა მათ, ვისაც ვენების ვარიკოზული გაგანიერება აწუხებთ, 35 გრადუსიან ნიშნულს არ უნდა გადააჭარბონ. სხვა დანარჩენებს კი 35-40 გრადუსზე წყალში დარჩენა 10 წუთის განმავლობაში შეუძლიათ, რის შედეგადაც მოდუნების და რელაქსაციის ეფექტთან ერთად, გლუვ კანსაც მიიღებთ, ფორების გახსნის და კანიდან ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე.
3. აბაზანიდან ამოსვლის შემდეგ, სასიამოვნო პროცედურა შეგვიძლია კიდევ 10-15 წუთით გავიხანგრძლივოთ: წავისვათ სახეზე რომელიმე ნიღაბი, წამოვგორდეთ ტახტზე ან საწოლზე და სარელაქსაციო საათი კიდევ ცოტა გადავავადოთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა