ბლოგი:
ნოემბერი 26, 2014
ავტორი Anika
ტკბილეულის მოთხოვნილება რომ შემოგიტევთ, აი იმ შეგრძნებას როგორ დაახასიათებდით?! ცდუნება, რომელსაც თითქოს ვერაფერი აღუდგენა წინ და რომელიც აუცილებლად "გასტრონომიულ ცოდვამდე" მიგიყვანთ, ყველაზე ხშირად საღამოს საათებში მოგვაკითხავს ხოლმე და ისე დაეუფლება ჩვენს გონებას და სურვილებს, რომ სხვა რამეზე კონცენტრირება სულ უფრო რთული ხდება. ამ დროს ერთადერთი, რაზეც თქვენი გონება შეიძლება იყოს მომართული, არის რომელიმე არაამქვეყნიურად ტკბილი, გემრიელი და არომატული დესერტის ხელში ჩაგდება და უმალ შესანსლვა.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთნახსენებ ცდუნებასთან გამკლავება დიდ ნებისყოფას და ძალისხმევას მოითხოვს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია. მეტიც: თქვენ აუცილებლად შეძლებთ ამ მაცდური მომენტის გადალახვას, თუ ფსიქოლოგიური მზაობის გარდა, ცოტათი გასტრონომიულადაც შეეშველებით საკუთარ თავს და შაქრით გადატენილი ტკბილი დესერტის ნაცვლად რამე გაცილებით ჯანმრთელ, უშაქრო შემცვლელს მოძებნით. დიეტოლოგები და ჯანმრთელი ცხოვრების მიმდევრები არაერთ საინტერესო ალტერნატივას გვთავაზობენ, რომელთაგან რამდენიმეს დღევანდელ პოსტში გაგიზიარებთ.
- შეაცხვეთ ღუმელში ტკბილი კარტოფილი მცირე რაოდენობის კარაქთან ან ქოქოსის ზეთთან ერთად და მოაყარეთ ზემოდან ოდნავ დარიჩინი.
- მოიმზადეთ დიდ ფინჯანში არომატული ხილის ჩაი, რომელიც ბუნებრივად ტკბილია. ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ ცხელ ან გაგრილებულ მდგომარეობაში.
- ტაფაზე მობრაწეთ სტაფილო, ძირთეთრა, ტკბილი კარტოფილი, კამა, ხახვი - შეწვის პროცესში ეს ბოსტნეული ხაზგასმით ტკბილი ხდება. შეგიძლიათ ასევე მიირთვათ ან სალათის ფოთლებს დაუმატოთ და მრავალფეროვანი სალათი მიიღოთ.
- დაჭერით წვრილ ნაჭრებად ვაშლი ან მსხალი და მოთუშეთ ოდნაც კარაქწასმულ ან ქოქოსისზეთიან ცხელ ტაფაზე. მოაყარეთ დარიჩინი და გემრიელად მიირთვით (გემრიელად კი ჟღერს ისე!).
- ჩიას მარცვლების პუდინგი (Chia seeds - არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართულად ზუსტად ასე ჟღერს, მაგრამ დავაზუსტებ და გეტყვით, რომ ეს მარცვლები წამყვან პოზიციაზეა სუპერჯანსაღი პროდუქტების სიაში და სელის თესლებსაც კი უსწრებს ომეგა-3-ის შემცველობით). მოკლედ, ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ქოქოსის ზეთს, ვამატებთ 2 სუფრის კოვზ ჩიას მარცვლებს, 3 სუფრის კოვზ კაკაოს და გემოვნების მიხედვით სტევიას (ნატურალურ შაქრის შემცვლელს). ბლენდერში ავურევთ კარგად, სანამ არ გასქელდება. ასე მომზადებული პუდინგი მაცივარში 2 დღე შეგვიძლია შევინახოთ.

მომდევნო პოსტამდე,
ანიკა