წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მოვირჩინოთ ნაწიბურები ბუნებრივი მეთოდებით

ბლოგი:
იანვარი 04, 2014
ავტორი Anika
მათთვის, ვისაც გამონაყარის თუ აკნეს შემდეგ უსიამოვნო ნაკვალევი ან სხეულის დაზიანების შედეგად არასასურველი ნაწიბური შემორჩათ, ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ჩარევა ნამდვილად არ არის. საბედნიეროდ არსებობს ხალხური მედიცინის არაერთი სასარგებლო რეცეპტი, რომელიც დღეს ანიკას ბლოგის მკითხველებს მინდა გავუზიარო.

კომბოსტოს ნიღაბი ნაწიბურებისთვის - ამ ნიღბის მოსამზადებლად შემდეგი კომპონენტები დაგვჭირდება: კოვზის წვერით ავიღოთ “ვიშნევსკის” მალამო; ნახევარი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი; ერთი სუფრის კოვზი არაყი ან სამედიცინო სპირტი; 1-2 კომბოსტოს ფურცელი. ბლენდერის მეშვეობით ეს ყველაფერი დავაქუცმაცოთ და მომზადებული ნიღაბი სხეულის დაზიანებულ მონაკვეთზე ნაზი, წრიული მოძრაობით შევიზილოთ. 10-12 წუთის შემდეგ ნიღბის დარჩენი ჩამოვიბანოთ თბილი წყლით.

ნესვის თესლის ნიღაბი - ვიღებთ ნესვის 15-20 თესლს, 1 ჩაის კოვზ ზეითუნის (ან ნუშის) ზეთს და 2 კვერცხის ნაჭუჭს. თესლებს გარსისგან ვასუფთავებთ, კვერცხის ნაჭუჭს წვრილად დავფქვავთ და დანარჩენ კომპონენტებს შევურევთ. შედეგად ოდნავ ზეთიან ნიღაბს მივიღებთ, რომელსაც დაზიანებულ ნაწილზე წავისვამთ. ზემოდან პლასტირით დავიფიქსიროთ.

კიდევ ერთი ნაყენი, რომელიც ნაიარევის და ნაწიბურის მორჩენაში დაგეხმარებათ. ამისთვის ვიღებთ 2-3 სუფრის კოვზ გულყვითელას ყვავილს (აფთიაქებში მოიკითხეთ) და მას 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს ვასხამთ. ამ ჭურჭელს თავს ვახურავთ და 30-40 წუთი ასე გავაჩერებთ. ამ დროის გასვლის შემდეგ მარლით გადავწურავთ. ავიღებთ სტერილურ ბინტს, დავასველებთ მიღებულ ნაყენში და დავიდებთ დაზიანებულ ადგილზე. ამ პროცედურას დღის განმავლობაში 3-5-ჯერ გავიმეორებთ, თითო პროცედურის ხანგრძლივობა - 7-10 წუთია.

და ბოლოს, კიდევ ერთი სასარგებლო ნიღაბი, რომელიც ხახვისგან მზადდება. ერთ საშუალო ზომის ხახვს ავიღებთ, გავასუფთავებთ და წვრილად დავჭრით. ტაფაზე გავაცხელებთ 2-3 სუფრის კოვზ არარაფინირებულ ზეითუნის ზეთს და დავუმატებთ ხახვს. როგორც კი ხახვი გამჭვირვალე შეფერილობას მიიღებს, ტაფას ცეცხლიდან გადმოვდგამთ და მოთუშულ ხახვს და ზეთს მარლით გავწურავთ და მიღებულ ნაზავს დავიდებთ ნაწიბურზე.

ამ პროცედურებთან მიმართებაში რჩევა ერთია: მათ თუ ხშირად და სისტემატურად გავიკეთებთ, შედეგიც უფრო სწრაფი და ხელშესახები იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები