წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მოვიყვანოთ ორგანიზმი ფორმაში ახალი წლის წვეულებების შემდეგ

ბლოგი:
იანვარი 03, 2018
ავტორი Anika
ახალ წელს გილოცავთ ანიკას ბლოგის მკითხველებს! 2018 წელი თქვენთვის სიხარულის, ჯანმრთელობის და წარმატებების წელი ყოფილიყოს!

სავარაუდოდ, ახალი წლის წვეულებების შემდეგ  გარკვეული ტიპის გადაღლა და დისკომფორტის შეგრძნება ჩემ მსგავსად ყველას გაქვთ: ათასგვარი საკვების, ტკბილეულის, ალკოჰოლური სასმელის შემდეგ ორგანიზმიც გადატვირთულია და ეს ყველაფერი თავის მხრივ, ჩვენს შეგრძნებებზე და კანის მდგომარეობაზეც აისახება. რა შეიძლება გავაკეთოთ ამ მდგომარეობის მაქსიმალურად სწრაფად გამოსასწორებლად?

- უპირველეს ყოვლისა, უნდა დავარეგულიროთ ორგანიზმის pH - მჟავე-ტუტოვანი ბალანსი. ზოგადად, ამ ბალანსის დარღვევა შესაძლოა არაერთი დაავადების, გადაღლის შეგრძნების და ნაადრევი დაბერების მიზეზი გახდეს. მჟავე-ტუტოვანი ბალანსის დარეგულირებაში ხილი და ბოსნტეული, ცეხვილი მარცვლის ბურღულეული, მცენარეული ცილები და ლიმონიანი წყალი დაგვეხმარება. ალკოჰოლი, ყავა, შაქარი და ცხოველური ცილები პირიქით, აუარესებენ pH ბალანსს. იდეალური იქნება ყავაზე უარი ვთქვათ რამდენიმე დღით, მივიღოთ დიდი ოდენობით წყალი, ხორცის კერძები კი ბოსტნეულის გარნირთან ერთად მივირთვათ.

w960

- დეტოქსიკაციის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია დიდი ოდენობით წყლის დალევა. ის არამხოლოდ ენერგიით აგვავსებს, არამედ ორგანიზმს მიკროელემენტებითაც ამარაგებს, გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ორგანიზმს ჭარბი კილოგრამების დაკლებაში ეხმარება.

- გამოძებნეთ დრო და ირბინეთ ან აუზს მიაშურეთ, აერობიკაც კარგი ალტერნატივაა. ფიზიკური დატვირთვა ამ დროს ორგანიზმის ტოქსინებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. ფიზიკური აქტივობების უკმარისობა უძილობას და მეტაბოლიზმის შენელებას იწვევს, ამიტომაც, არ დაგავიწყდეთ ვარჯიში. არ არის აუცილებელი 1-2 საათი გაატაროთ სატრენაჟორო დარბაზში ან აუზში: მთავარია ვარჯიშს რეგულარული ხასიათი ქონდეს, ცოტ-ცოტა და ხშირად საუკეთესო არჩევანია ამ შემთხვევაში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები