ბლოგი:
იანვარი 30, 2017
ავტორი Anika
სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები გაცილებით მეტ დროს უთმობენ სხეულის მოვლას ზაფხულის პერიოდში, ვიდრე ეს ცივ სეზონზე ხდება - თბილ ტანსაცმელში შემოსილ-შეფუთულებს, ჩამალული სხეულებით, კანზე სათანადო ზრუნვაც მიგვავიწყდება ხოლმე. არადა სწორედ ეს ცივი პერიოდი ძალიან სტრესული დროა ჩვენი სხეულისთვის და ამ დროს განსაკუთრებული მოვლა და ზრუნვაა საჭირო.
კანის მუდმივი კვება და დატენიანება უმთავრესია სხეულის და კონკრეტულად, ფეხის კანის მოვლის პროცესში. სახის კანის და ხელის კანის მოვლა უკვე ჩვევაში გვაქვს გამჯდარი უმეტეს ჩვენგანს, მაგრამ ფეხის ზონა შეიძლება პერიოდულად მივიწყებას: საყიდლებზე წასვლისას, არ დაგავიწყდეთ, როცა ხელის საცხის შერჩევას დაიწყებთ, ფეხის ტერფებისთვისაც შეარჩიეთ ხარისხიანი საცხი. ასეთი საცხები, როგორც წესი, უფრო სქელი ტექსტურისაა, შეიცავს ისეთ სპეციალურ კომპონენტებს როგორიცაა ალანტოინი, მწვანე ჩაის ექსტრაქტი, მენთოლი, რომლებიც ფეხის კანის უხეშ სტრუქტურას საგანგებოდ არბილებენ და სიმშრალის პრევენციას ახდენენ. თუ ტერფებზე კანი გაგიუხეშდათ, ძილის წინ გამორჩეულად სქელი ტექსტურის მქონე, ცხიმიანი საცხი გადაისვით და მჭიდრო ბამბის წინდები ჩაიცვით.
კანის კვების და დატენიანების გარდა, მნიშვნელოვანია მოხდეს მისი სათანადოდ გაწმენდა და პერიოდული პილინგი. შხაპის მიღების დროს, პერიოდულად (კვირაში ერთხელ მაინც) საგანგებოდ დაიმუშავეთ ტერფები უხეში ღრუბელით ან ჯაგრისით - ასე მკვდარ უჯრედებს მოიცილებთ და კანს განახლების და აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა. ტერფების ჯაგრისის პერიოდული ცვლაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: რეკომენდებულია 3 თვეში ერთხელ ახალი ღრუბელის ან ჯაგრისის შეძენა. ფეხების სქრაბით დამუშავებას რაც შეეხება, ამისთვის სპეციალური მზა სქრაბები შეგიძლიათ შეარჩიოთ ან ჩემს მეთოდს მიმართოთ: 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი (ან ჩვეულებრივი შაქარი) + 2 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და იდეალური სქრაბიც მზადაა.
ყველაზე დაუზარლებმა და ბეჯითებმა კი დამატებით, სახლის პირობებში სპეციალური სპა-სეანსი შეგიძლიათ მოაწყოთ: პილინგის ჩატარების შემდეგ, ეხის ტერფებისთვის გამიზნული ნიღაბი გადაისვათ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა