წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მოვუაროთ თვალების ირგვლივ კანს

ბლოგი:
აგვისტო 09, 2013
ავტორი Anika
იცოდით თუ არა, რომ თვალის ირგვლივ არსებული კანის სისქე სულ რაღაც 0.5 მილიმეტრს შეადგენს?! ეს დაახლოებით ქაღალდის ფურცლის სისქეა. ამიტომაც, ადვილი მისახვედრია, რომ ეს ზონა ყველაზე ნაზი და მგრძნობიარეა კანის სხვა მონაკვეთებთან შედარებით. გარდა ამისა, მიმიკური აქტივობის მხრივ, ეს სახის ყველაზე დატვირთული მონაკვეთია.  შესაბამისად, ახალგაზრდული იერის და სილამაზის შესანარჩუნებლად, მას მოვლაც სათანადო სჭირდება. კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ თვალის ირგვლიც კანის მოვლა უკვე 20 წლის ასაკიდან დავიწყოთ და ამ ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი სპეციალური საცხები გამოვიყენოთ.

რას უნდა შეიცავდეს ხარისხიანი და ეფექტური თვალის საცხი? - სპეციალისტების აზრით, ასეთი კოსმეტიკური საშუალება აუცილებლად უნდა შეიცავდეს აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც კანის დამცავი ფუნქციების გაძლიერებას, დატენიანებას და კოლაგენის სინთეზს უწყობენ ხელს. მოდით, შევხედოთ ასეთი აქტიური ინგრედიენტების ჩამონათვალს:

  • ანტიოქსიდანტების მაღალი აქტივობით გამორჩეული, ისეთები როგორიცაა A, C და E ვიტამინები, ყურძნის წიპწების ზეთი, მცენარეული ექსტრაქტები, ისეთები როგორიცაა ჩინური ჩაის ექსტრაქტი (თეთრი, მწვანე ან ყვითელი), ედელვაისის ექსტრაქტი;

  • ინგრედიენტები, რომლებიც კანის წყლის ბალანსს აღადგენენ, მაგალითად, ჰიალურონის მჟავა, მანიტოლი, სოიოს ჰიდროლიზებული პროტეინები;

  • აზიური ცენტელას ექსტაქტი აფერხებს და კორექტირებას უკეთებს იმუნურ დარღვევებს, არეგულირებს ეპიდერმისის უჯრედების განახლების უნარს და ხელს უშლის ჰიალურონის მჟავის დაშლას;

  • მიკროცირკულაციაზე იდეალურად მოქმედებს გინკო ბილობა და კოფეინი, რომლებიც იმავდროულად კანის უჯრედებში ცვლის პროცესებსაც აუმჯობესებენ;

  • და ბოლოს, დღის გამოყენებისთვის განკუთვნილი ყველა საშუალება აუცილებლად უნდა შეიცავდეს სულ მცირე 15-20 მზისგან დამცავ ფაქტორს (SPF).


როგორ ვისვამთ თვალის საცხს? - თვალის მოვლის საშუალებების დღეში ორჯერ, დილით და საღამოს უნდა გამოვიყენოთ, გაწმენდის და ტონიზირების პროცედურის ჩატარების შემდეგ.



წასმამდე საცხს თითების ბალიშებით მსუბუქად ავზელთ, ამით საცხი ოდნავ შეთბება (კოსმეტიკური საშუალებები უკეთ იწოვება, როცა მათი ტემპერატურა სხეულის ტემპერატურას ემთხვევა).

საცხის წასმამდე უმჯობესია კანი ერთჯერადი ხელსახოცით მსუბუქად გავიშროთ, რომ მასზე სისველე ან ტენიანობა არ იყოს შერჩენილი.

მთავარია, წასმისას კანი არ გავწელოთ. საცხს ვისვამთ თხელ ფენად და მსუბუქი მოძრაობებით, თითქოს კანზე ვაკაკუნებდეთ. ზედა ქუთუთოზე საცხს ვისვამთ თვალის შიგნითა ზონიდან გარე მიმართულებით, ქვედა ქუთუთოზე კი პირიქით - გარედან შიდა მიმართულებით. მსუბუქი მასაჟი სისხლის მიმოქცევის სტიმულირებას ახდენს და მკვებავი და სასარგებლო ნივთიერებების შეწოვას უწყობს ხელს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები