წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ მოვუაროთ თვალის ირგვლივ კანს ზაფხულში

ბლოგი:
ივლისი 20, 2014
ავტორი Anika
ვინ როგორ უვლით თვალების ირგვლივ არსებულ ყველაზე ფაქიზ და ნაზ კანს? იცით ალბათ, რომ კანის ეს მონაკვეთი ყველაზე ნაკლებ ელასტინს შეიცავს (ცილა, რომელიც ქსოვილების სწრაფი და სრულყოფილი აღდგენისთვის გვესაჭიროება) და სამწუხაროდ, ორგანიზმსაც ყველაზე მინიმალური რესურსი აქვს თვალების ირგვლივ არსებული კანის საკვებად და დასაცავად. არადა დღის განმავლობაში საკმაოდ დიდ დატვირთვას უმკლავდება ეს ზონა: ხშირი მიმიკური მოძრაობები, თვალების დახამხამება საშუალოდ 40.000-ჯერ. ამ ზონის დილით და საღამოს სათანადოდ გაწმენდა და დამატენიანებელი საცხის წასმა ნებისიერი ქალის დღის რუტინის აუცილებელი ნაწილია. თუმცა, მოვლის მოთხოვნები სეზონიდან სეზონამდე იცვლება და გამონაკლისს არც ცხელი თვეები წარმოადგენს - ამ პერიოდის ყველაზე ხშირი პრობლემები სიმშრალე, წვრილი ნაოჭები და თვალის ქვეშ სილურჯეებია, რაც მზეზე დიდხანს და დაუცველად ყოფნის შედეგია. რას გვირჩევენ კოსმეტოლოგები ზაფხულის თვეებში თვალის ზონის მოსავლელად?

1. ყოველდღიურად გამოიყენეთ SPF-ის შემცველი თვალის დამატენიანებელი საცხი, რომელიც კანსაც ატენიანებს და იცავს კიდეც მას. ამდენად, კანი ნაკლებ ძალისხმევას გამოიყენებს რადიაციისგან თავდასაცავად, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტი რესურსი დარჩება საიმისოდ, რომ მოხდეს გარკვეული რაოდენობის სითხის მარაგის ფორმირება და შენარჩუნება.

690x487_1_55d08e6db9c94c0f91d8ac65c4dda37c@2048x1447_0xd42ee42a_159356891406023734



2. აკონტროლეთ დღის განმავლობაში მიღებული წყლის რაოდენობა. არავითარი დამცავი საცხი არ გიშველით, თუ ორგანიზმი წყლის დეფიციტში აღმოჩნდება. მიიღეთ დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი - ეს ნაადრევი დაბერების გარდა თვალის შეშუპებისგანაც კარგად დაგიცავთ.

3. თუ თქვენ ფხვიერ თვალის ჩრდილებს იყენებთ, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ბაზა ჩრდილის წასმამდე. ასეთი ფხვიერი კოსმეტიკა საერთოდ კანიდან ტენიანობას იღებს, ამიტომაც თუ მაკიაჟის ბაზას წაისვამთ ქვეშ, ეს ერთგვარ დამცავ საფარს შექმნის.

4. იშვიათად გამოიყენეთ ზაფხულის დღეებში მბზინავი ნაწილაკების შემცველი ჩრდილები. როგორც ირკვევა, ეს ნაწილაკები საკმაოდ აგრესიული შეიძლება იყოს სიცხეში: დიდი ხნით ტარების შემთხვევაში, მათ შესაძლოა მიკროდაზიანებები გამოიწვიონ, რომლებიც, თავის მხრივ, კანის გაღიზიანებებში გამოვლინდება.

მოკლედ, მზის წინაშე “მომზადებულები წარსდექით”, მიიღეთ დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი და გაითვალისწინეთ კოსმეტოლოგების ზემოთმითითებული დანარჩენი რჩევებიც.

ლამაზ ზაფხულს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები