წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევაჩვიოთ 2-3 წლის ასაკის ბავშვი უარის მიღებას

ბლოგი:
ოქტომბერი 18, 2017
ავტორი Anika
ვისაც 2-3 წლის ასაკობრივი კრიზისი გამოგივლიათ, გეხსომებათ თქვენი შვილის თუ შვილების ხასიათის გამოვლინებები:  ეს ის პერიოდია, როდესაც პატარა პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას იწყებს და ამ დროს მისთვის ნებისმიერი უარი პროტესტის, ტირილის და ისტერიკის მიზეზი შეიძლება გახდეს. რას გვირჩევენ ამ შემთხვევაში ბავშვთა ფსიქოლოგები?

ამ დროს არსებითად მნიშვნელოვანია, ნებადართულის ზღვარი მკაფიოდ დავანახოთ პატარას. ნებისმიერი დისციპლინასთან დაკავშირებული მოთხოვნების და წესების გაჟღერებისას აუცილებლად უნდა ვიყოთ მშვიდი და გაწონასწორებული.

როდესაც ოჯახის ერთი წევრი მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, სხვა დანაჩენილ წევრებიც ერთსულოვანი უნდა იყვნენ. მაგალითად, თუ დედა ეუბნება პატარას, რომ ძილის დროა, ის კი ეწინაამღდეგება და სურს დაძინება, ამ დროს მამა თუ ოჯახის სხვა ზრდასრული წევრიც დედის ანალოგიურ პოზიციაზე უნდა იყოს და არ უნდა დართოს პატარას ნება, კიდევ სულ ცოტა ხანი ითამაშოს და შემდეგ წავიდეს დასაძინებლად. მართალია, ბავშვებისთვის მშობლის სიყვარული და სითბო უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მათ გარკვეული დოზით ესაჭიროებათ ასევე მკაცრად დადგენილი საზღვრებიც - გვიმტკიცებენ ფსიქოლოგები. ამიტომაცაა მშობლისთვის განსაკუთრებულად რთული ერთდროულად იყოს მოსიყვარულე, მკაცრი და თანმიმდევრულიც.

700x466_0xd42ee42d_17465637401454425712

თანმიმდევრულობა ბავშვების აღზრდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი ყოფილა. ოქროს წესის თანახმად, თანხმობა ნიშნავს თანხმობას, უარი კი - უარს და ეს "არა" უნდა იყოს საბოლოო აკრძალვა, რომელიც არ შეიცვლება არავითარ სიტუაციაში. ამიტომაც, თუ ბავშვს რამეზე უარს ეუბნებით მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში - მაგალითად, მაღაზიაში უზარმაზარი მანქანის ყიდვას თუ მოგთხოვთ - უნდა აუხსნათ, რომ დღეს თქვენ მას ამ სათამაშოს ვერ უყიდით. ასეთ შემთხვევაში, ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს, რომ ეს აკრძალვა ეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, დროებითი გარემოებით არის გამოწვეული და არ არის დაკავშირებული თქვენს ზოგად აკრძალვებთან და შეზღუდვებთან. დროთა განმავლობაში, ფსიქოლოგების თქმით, პატარა უკვე მიხვდება, რა სიტუაციაში შეიძლება შეიცვალოს თქვენი პოზიცია და რა სიტუაციაში დარჩება ის უცვლელი. მაგალითად, თუ პატარა მაგიდიდან საჭმელს ყრის იატაკზე, თქვენ აფრთხილებთ, რომ თუ ამას კიდევ გაიმეორებს, ააყენებთ და გაიყვანთ ოთახიდან. თუ ის ისევ იმეორებს, ასეთ შემთხვევაში თქვენ დგებით, აყენებთ სკამიდან და აუცილებლად გაგყავთ ოთახიდან ბავშვი - მარტივი არ არის, მაგრამ როგორც გვიხსნიან, აუცილებელია ბავშვთან ჯანსაღი ურთიერთობის ფორმირებისთვის.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები