We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ შევადგინოთ დაბალანსებული კვების რაციონი

_from blog_:
_June_ 30, 2017
_by_ Anika
მუდმივი სწრაფვა ჯანსაღი ცხოვრების წესის, იდეალური ფორმებისა და წონისკენ გვაიძულებს, განუწყვეტლივ ვიფიქროთ საკვებზე, რასაც მივირთმევთ: აქცენტი ცილებზე გადავიტანოთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ნახშირწყლები, მივირთვათ შეძლებისდაგვარად უცხიმო საკვები, დავლიოთ დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი - მოკლედ, წარმატების ფორმულა ყველას თავისი აქვს. ამ ყველაფრის მიუხედავად, არსებობს ობიექტური მოცემულობა, რომელიც უცვლელია: ყოველდღიურ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ამინო-მჟავები, ცხიმ-მჟავები, მინერალური ნივთიერებები და ვიტამინები. ვინაიდან მინერალური ნივთიერებები ორგანიზმში თავად არ გამომუშავდება, ამდენად აუცილებელი მათი საკვებთან ერთად მიღება. მათი და რომელიმე მათგანის ნაკლებობა შესაძლოა გახდეს სისუსტის, მოდუნების, კონცენტრაციის და სხვადასხვა დაავადებების გამომწვევი მიზეზი.

ამ ყველაფრის ყოველდღიურ კვებაში ასახვა ძალიან მარტივი საქმეა, თუ კვების ექიმთან მივალთ და ის იდეალურ გაწერილ კვების რეჟიმს გამოგვატანს სახლში. მაგრამ როგორ ვიქცევით მაშინ, როცა ეს ყველაფერი სხვისი დახმარების გარეშე დამოუკიდებლად, თავადვე უნდა მოვაგვაროთ? მოდით, კვების ექიმების რჩევებს გავეცნოთ.

w960-2

1. მივირთვათ ცილებით მდიდარი საკვები: ხორცი, თევზეი, კვერცხი, რძის პროდუქტები. ცილების გარდა, მათში დიდი ოდენობითაა B ჯგუფის ვიტამინები და მიკროელემენტები.

2. ჩავრთოთ კვებაში ცხიმიანი თევზი და ზღვის პროდუქტები, სალათებში კი აუცილებლად გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები - ასე შეუცვლელ ცხიმ-მჟავებს და E ვიტამინს მივიღებთ.

3. რეგულარულად მივირთვათ მთლიანმარცვლოვანი ბურღულეული და ბოსტნეული უჯრედისის საჭირო ოდენობით მისაღებად.

4. ახლადგამოწურული წვენების ნაცვლად უპირატესობა ცოცხალ ხილს მივანიჭოთ, რადგანაც ხილთან ერთად ორგანიზმში უჯრედისიც ხვდება და არამხოლოდ ნახშირწყლების და ვიტამინების მიქსი.

5.

_OTHER BLOGPOSTS_