ბლოგი:
ივლისი 12, 2014
ავტორი Anika
ცოტა ხნის წინ ჩემთვის უჩვეულო რამ დამემართა: სრულიად უსარგებლო კბილის პასტა ვიყიდე. უჩვეულო-თქო იმიტომ ვამბობ, რომ თავის მოვლის საშუალებების შერჩევისას ყოველთვის ბეჯითად ვკითხულობ ხოლმე პროდუქტის აღწერილობას, მის შემადგენლობას და გამოყენებას და შემდეგ ვიღებ ხოლმე გადაწყვეტილებას ვიყიდო თუ არა. ამჯერად, აფთიაქში შესულს დრო ძალიან ცოტა მქონდა, თვალიერების და შესწავლის შესაძლებლობა გამორიცხული იყო, ამიტომაც კონსულტანტს მივენდე და მის მიერ რეკომენდირებული პასტა ვიყიდე. ჰოდა, საღამოს, სახლში მისულმა აღმოვაჩინე, რომ იმპლანტებისთვის და ბრეისებისთვის იყო გათვალისწინებული ეს პასტა - ჩემს შემთხვევაში, არცერთი იყო აქტუალური, სამწუხაროდ.
იმედია, ჩემს გაკვეთილს თქვენც გაითვალისწინებთ, მხოლოდ კონსულტანტის იმედად არ დარჩებით და ყოველთვის საჭირო დროს დაუთმობთ ჰიგიენის საშუალებების ეტიკეტების შესწავლას. კონკრეტულად კბილის მოვლის საშუალებებს რაც შეეხება, დღეს სტომატოლოგების რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც პასტის შერჩევის პროცესში გამოგადგებათ. მთავარი კრიტერიუმი, რაზეც ისინი მიუთითებენ, ფტორის შემცველობაა, რომელიც თავის დროზე, 1955 წელს პირველად კომპანია Proctеr&Gamble-მა გამოიყენა.
მოკლედ, კარგად შეისწავლეთ ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია, გაითვალისწინებით ექიმების რჩევები და რაც მთავარია - არჩევანი გააკეთეთ საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე. სიახლე და ინოვაციები არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი თქვენთვის გამოსადეგი და სასარგებლო იქნება. წარმატებებს გისურვებთ!

- კბილის პასტის ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტი ფტორია, რომელიც, როგორც წესი, ემალის გამაგრებისთვის და კარიესის პრევენციისთვის გვჭირდება. თუმცა, ჭარბი რაოდენობით მისი მიღება არ არის სასურველი. ფტორის პროცენტულობა კონკრეტულ პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 0,1 - 0,6 %-ს.
- თუ შეფუთვაზე აღმოაჩნეთ წარწერას "ამინოფტორიდი", შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ასეთი კბილის პასტა. ეს ნივთიერება სათანადო დამცავ გარსს წარმოქმნის ემალის გარშემო, რაც კარიესისგან დასაცავად ძალზე მნიშვნელოვანია.
- ამინოფტორიდთან შედარებით ნაკლებ აქტიურია, მაგრამ საკმაოდ სასარგებლოა ნატრიუმის ფტორიდიც, რომელიც ხშირად გამოიყიენება საბავშვო კბილის პასტებში. ზოგადად, საბავშვო პროდუქტებში ფტორიდების შემცველობა ორჯერ ნაკლებია მოზარდების პროდუქტებთან შედარებით. იმ პასტებს, რომელთა შემადგენლობაშიც მონოფტორფოსფატის ნატრიუმი შედის, დამატებით ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებაც გააჩნიათ.
მოკლედ, კარგად შეისწავლეთ ეტიკეტზე მოცემული ინფორმაცია, გაითვალისწინებით ექიმების რჩევები და რაც მთავარია - არჩევანი გააკეთეთ საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე. სიახლე და ინოვაციები არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი თქვენთვის გამოსადეგი და სასარგებლო იქნება. წარმატებებს გისურვებთ!
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა