წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევარჩიოთ კოსმეტიკური ფუნჯი

ბლოგი:
ნოემბერი 02, 2015
ავტორი Anika
წლის წინ კოსმეტიკური ფუნჯების დიდი ნაკრები ვიყიდე, რომელშიც 10-მდე სხვადასხვა ზომის და ფორმის ფუნჯია მოთავსებული. გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ რეალურად მხოლოდ 3 ფუნჯს ვიყენებ, ვინაიდან დანარჩენის ფუნქციონალური მხარეები ჯერ ვერ გავითავისე, თუმცა "ზედმეტი" ამ ნაკრებში არცერთი მათგანია და თითოეულს საკმაოდ პრაქტიკული გამოყენებაც აქვს. მოკლედ, დღეს ფუნჯების სწორად შერჩევაზე და მათ ძირითად დაინიშნულებაზე მოგიყვებით.

კომპაქტური და ფხვიერი კოსმეტიკა (თვალის ჩრდილი თუ პუდრა) უმჯობესია ბუნებრივი ბეწვისგან დამზადებული ფუნჯით წავისვათ: ასეთი ფუნჯები საკმაოდ ფუმფულაა, რაც ამარტივებს ამა თუ იმ კოსმეტიკური საშუალების გადასმის პროცესს.

თვალის ჩრდილებისთვის ვიზაჟისტების ორი სხვადასხვანაირი ფუნჯის გამოყენებას გვრიჩევენ: ერთი ფუნჯი ბრტყელი, მკვრივი და რბილი უნდა იყოს და მას ჩრდილის საბაზისო ფენის წასასმელად გამოვიყენებთ. მეორე ფუნჯი, რომელსაც სანთლის ფორმა ექნება, ჩრდილების კარგად გადანაწილებისთვის (ე.წ. "რასტუშოვკა") გამოგვადგება.

7fed7e4166294588fd44c8880d5fe671

თვალზე "ისრების" ოსტატურად გამოსაყვანად ორი განსხვავებული ფუნჯი უნდა გამოვიყენოთ: პირველი მომრგვალებული ფორმის ფუნჯით თვალის შიდა კუთხიდან გარეთა მიმართულებით შტრიხის გასავლებად გამოგვადგება, ხოლო თვალის შუა მონაკვეთიდან უკვე ბრტყელი და წათლილი ფუნჯი სჯობს გამოვიყენოთ. ასეთი ფუნჯით სხვადასხვა ფორმის ხაზის გავლებაა შესაძლებელი.

მათ, ვისაც განიერი ფორები აქვთ, ვიზაჟისტები ტონალური საცხის წასასმელად სქელი, საგაენგებოდ ტონალურისთვის განკუთვნილი ფუნჯის გამყენებას ურჩევენ: ასეთი ფუნჯის წყალობით საცხის პირველ ფენას მსუბუქად და მარტივი მოძრაბებით გადავისვამთ, ხოლო შემდეგ უკვე მასაჟის მსგავსი მოძრაოებეთ შევიზელთ ტონალურს კანში.

და ბოლოს, ჰაილაითერები და კრემისებური კორექტორები უმჯობესია კუთხეწათლილი ფუნჯით გადავისვათ - ასეთი ფუნჯით კოსმეტიკური საშუალება კარგად ნაწილდება სახის სწორხაზოვან მონაკვეთებზე და ეფექტურად ახერხებს ყვრიმალებზე აქცენტის გაკეთებას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები