წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევარჩიოთ ტონალური საცხი

ბლოგი:
სექტემბერი 19, 2015
ავტორი Anika
იდეალური ტონალური საცხის შერჩევა ჩემთვის ყოველთვის პრობლემა იყო: სქელს ვერსადროს ვიტანდი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სახის კანი საერთოდ ვეღარ სუნთქავდა; ზედმეტად მშრალიც კარგად ვერ ნაწილდება კანზე და ადვილად შესამჩნევი ხდება, ტონალურის არსებობა; ზედმეტად ცხიმიანი კონსისტენცია კი მომენტალურად ზედმეტ მბზინავრებას იძლევა. მოკლედ, ერთი დიდი თავის ტკივილია. სწორედ ამ თემაზე გადავაწყდი ცოტა ხნის წინ ვიზაჟისტების საინტერესო რჩევებს, რომლებიც დღევანდელ პოსტში მინდა გაგიზიაროთ.

იდეალური ტონალობის შერჩევა - მაღაზიაში ტონალური საცხის არჩევისას, 3 სხვადასხვა ფერი აიღეთ: ერთი რომელიც თქვენი სახის კანის ფერია, მეორე ერთი ტონალობით ღია და მესამე ერთი ტონალობით მუქი. სამივე რიგ-რიგობით წაისვით, დააცადეთ, რომ გაშრეს კანზე კარგად და საბოლოოდ არჩევანი იმ ტონზე შეარჩიეთ, რომელიც წასმის შემდეგ კანზე შეუმჩნეველი ხდება.



 mousse-400x400მუსის კონსისტენციის მქონე საცხებს საშუალო დაფარვა აქვთ. ვიზაჟისტების თქმით, ასეთი საცხი ყველაზე კარგად კომბინირებული და ცხიმიანი კანს ესადაგება, ვინაიდან მათ გლუვი და ნახევრად გლუვი ეფექტი აქვთ. მათი ერთ-ერთი დადებითი მხარე ტექსტურაშია - კანზე იმდენად კარგად ნაწილდება, რომ რეალურად ვერც გრძნობ მის არსებობას.

stick-400x400

ჯოხი-ტონალური - ასეთი საცხები საკმაოდ მაღალი დაფარვით გამოირჩევიან, თანაც ძალიან პრაქტიკულია ჩანთაში ჩასაგდებად. ჯოხ-ტონალურს კრემისებური ტექსტურა აქვს, კანზე კარგად ნაწილდება და დიდ ხანს რჩება. გადაისვით ჯოხი შუბლზე, ორივე ლოყაზე, ცხვირზე ზემოდან ქვედა მიმართულებით, ნიკაპზე და შემდეგ კარგად გადაინაწილეთ სახეზე.

cream-400x400

კრემისებური ტონალური ჩემი ფავორიტია. მას იდეალური დაფარვა აქვს და ფანტასტიურად ნიღბავს ყველაფერს. ვინაიდან ეს საცხები ზეთის საფუძველზეა დამზადებული, პიგმენტი საკმაოდ დიდ ხანს ძლებს კანზე და დამატებით კანს ტენიანობას მატებს. განსაკუთრებით კარგია მშრალი კანის შემთხვევაში.

bb-cream-400x400

BB საცხი - მათ მსუბუქიდან საშუალო დაფარვამდე გააჩნიათ. ბიბი კრემი ჩემი ბოლო წლების საუკეთესო აღმოჩენაა: ის ზომიერად ერთგვაროვანს ხდის კანის ფერს, შეძლებისდაგვარად ნიღბავს არასრულყოფილ მონაკვეთებს კანზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ატენიანებს კანს. ასეთი საცხები იდეალური ყოველდღიური გამოყენებისთვის, თუნდაც ცხელ ამინდში, კომფორტულია კანზე გადასმის შემდეგ და არ აქვს ზედმეტი მბზინვარება.

mineral-powder-400x400

პუდრა - მათ მსუბუქიდან მაღალ დაფარვამდე გააჩნიათ და საუკეთესო მიგნებაა იმ ქალებისთვის, რომელთაც მგრძნობიარე კანი აქვთ, ვინაიდან მინერალური პუდრა არომატიზატორებს და ქიმიურ ნივთიერებებს არ შეიცავს. ძირითადი ფუნქცია კანზე ზედმეტი ცხიმის განეიტრალება, პრობლემური ადგილების დაფარვა და კანისთვის ერთგვაროვანი ტონალობის მინიჭებაა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა


მსგავსი ბლოგები