წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევარჩიოთ ვარცხნილობა

ბლოგი:
მარტი 19, 2013
ავტორი Anika
შეგხვედრიათ, ალბათ, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ან საერთოდაც მათი ცხოვრების მანძილზე ერთი კონკრეტული ვარცხნილობის ერთგულები არიან - პირადად მე ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელად თუ ვიცი. ზოგი ამას იმიჯის გამო აკეთებს, ზოგისთვისაც ეს ცხოვრების ისეთი წესია, რომლის შეცვლაზე და გადასხვაფერებაზე ფიქრსაც არ უშვებენ.

ამ კატეგორიისგან განსხვავებით ჩვენს ირგვლივ მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პერიოდულად იმიჯის გადახალისებას და ვარცხნილობის რადიკალურ ცვლილებებსაც არ ერიდებიან: ზოგი თმის ფერს იცვლის ყველაზე ხშირად, ზოგი ფორმას, ზოგი ნაირნაირი აქსესუარებით ცდილობს განწყობის გადმოცემას. მოკლედ, საკუთარი სტილის შეგრძნებით და დამატებით გამოცდილი სტილისტის ხელში მონდომებული ადამიანი იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩება. რაც მთავარია, კარგად შერჩეული ვარცხნილობის წყალობით თქვენ მაქსიმალურად შეძლებთ საკუთარი “კოზირების” ხაზგასმას და არასრულყოფილი ნაწილების შენიღბვას.

თუ თქვენ მრგვალი მოყვანილობის სახე გაქვთ, ასეთ დროს სტილისტები შესაბამისი ვარცხნილობით სახის ვიზუალურ დაგრძელებას აღწევენ ხოლმე. ყველაზე მარტივი გზა თავის ზედა ნაწილში თმის მოცულობის დამატება/გაზრდა ყოფილა, გვერდებზე კი პირიქით მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან დამატებითი მოცულობა, სახე კიდევ უფრო რომ არ გაგანიერდეს. თმების სიგრძეს რას შეეხება, ასეთ შემთხვევაში იდეალურია მოკლე ვარცხნილობა ან ისეთი სიგრძე, რომელიც ნიკაპს იდნავ სცდება ქვემოთ.

კვადრატული ფორმის სახის მოყვანილობისას აუცილებელია სახის ნაკვთების “დარბილება”. სტილისტების მიერ რეკომენდირებული ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ტალღოვანი თმებია. თუ ბუნებრივად ტალღოვანი თმების არ გაქვთ, შეგიძლიათ ოდნავ დაიხვიოთ, თავის ზედა ნაწილში კი მცირე მოცულობა შემატოთ ვარცხნილობას. თმის იდეალური სიგრძე კი მოკლე ან საშუალო სიგრძის ვარნცხნილობაა.

ოვალური ფორმის სახის პატრონებს გაუმართლათ - აქ შეზღუდვები და ოქროს წესები არ მოქმედებს. თქვენ საკმაოდ ფართო სამოქმედო არეალი გაქვთ ყველა მიმართულებით.

წაგრძელებულ სახეს, როგორც მიხვდით, ოდნავ “სიმრგვალის” ეფექტი სჭირდება, რაც გვერდებზე თმებისთვის მოცულობის დამატებით მიიღწევა. ძალიან გრძელი თმებიც ასეთ შემთხვევაში ნაკლებად არის რეკომენდირებული.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები