წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევარჩიოთ წითელი პომადა

ბლოგი:
დეკემბერი 25, 2013
ავტორი Anika
თქვენი არ ვიცი და მე დღემდე მიჭირს ჩემი სახის კანისთვის იდეალურად შესაფერისი წითელი პომადის შერჩევა. თუმცა თუ პირველ ეტაპს, კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით, წარმატებით გადავლახავ, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი მოდის - მისი სათანადოდ წასმა. ამიტომაც, ამ სფეროს ექსპერტების რჩევები მოვიძიე და მინდა, დღევანდელ პოსტში გაგიზიაროთ.

Madonna attends the premiere of 'W.E.' at the 2011 Toronto Film Festival

რომელი ტონალობის წითელი პომადა გიხდებათ? - კოლორისტების მიერ მომზადებული უამრავი შეფერილობის წითელ პომადებში თქვენთვის იდეალური ტონის ასარჩევად ყველაზე მარტივ რჩევას უნდა მისდიოთ: მუქი კანის შემთხვევაში, თბილი ტონალობები შეარჩიეთ (მოსტაფილოსფრო, აგურისფერში გარდამავალი), ხოლო ღია ფერის კანისთვის  შედარებით ჟოლოს და ალუბლისფერში გადაწყვეტილი. ვიდრე კონკრეტულ პომადას შეიძენდეთ, ის თითების ბალიშებზე წაისვით - სწორედ ამ ადგილას ყოფილა კანი ყველაზე მეტად ტუჩის ფერთან მიახლოებული.

Dita von Teese at the NY premiere of 'God Save My Shoes' at the Paris Theater

მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე წითელი პომადით ტუჩების ხაზგასმას გადავწყვეტთ, ტუჩების მდგომარეობა შეძლებისდაგვარად იდეალური იყოს. როგორ უნდა მოვამზადოთ ტუჩები წითელი ფერისთვის? ვიზაჟისტი რეიჩელ ზოუი გვირჩევს, კვირაში ერთხელ ტუჩები სკრაბით გავასუფთავოთ, ეს სკრაბი კი ჩვენვე მოვამზადოთ ძალიან მარტივად - ზეითუნის ზეთით და ზღვის მარილით.

სკრაბის გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს ტუჩის კანის სისტემატურად დატენიანება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ სეზონზე გვაქვს საუბარი: ზაფხულის მზე და ცხელი ჰაერი, ზამთრის ქარი და სუსხი ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ტუჩების მდგომარეობაზე. ამიტომაც, მუდმივად იქონიეთ ჩანთაში ტუჩის ბალზამი და დღის განმავლობაში პერიოდულად გადაისვით.

Kylie Minogue leaves her home for o2 gig

როგორ წავისვათ? თავდაპირველად, ტონალური კრემი გადავისვათ, შემდეგ გავავლოთ ფანქრით კონტური - ფანქრის ფერი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს ბუნებრივთან და მხოლოდ ამის შემდეგ წავისვათ უკვე პომადა. საკუთარი გამოცდილებით გირჩევთ, სპეციალური ტუჩის წვრილი ფუნჯი შეიძინოთ, რომელიც მუქი ფერის პომადის შეძლებისდაგვარად სრულყოფილად წასმაში დაგეხმარებათ.

იმისათვის, რომ წითელი პომადა ტუჩებიდან მალე არ „ჩამოირეცხოს“, ვიზაჟისტები შემდეგს გვირჩევენ: პომადა რამდენიმე თხელ ფენად გადავისვათ და თითოეული ფენის შემდეგ, ტუჩებზე ერთჯერადი ხელსახოცი დავიდოთ - მათი თქმით, ასე პომადა გაცილებით მეტ ხანს გაძლებს.  და ბოლო შტრიხად, არ დაგავიწყდეთ პომადაწასმულ ტუჩებზე ოდნავ პუდრის მიფრქვევა.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები