რას გვირჩევენ კვების ექიმები?
1. ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ დაბალცხიმიანი მოცარელა კარგი ალტერნატივაა - 30 გრამი მოცარელა 7-8 გრამ ცილას შეიცავს. ასე ვარჯიშის დროს დახარჯულ ენერგიას აღიდგენს ორგანიზმი ჯანსაღი ნახშირწყლების და ცილების ხარჯზე.
2. იმუნიტეტის გასაძლიერებლად არჩევანი შვეიცარულ ყველზე შეაჩერეთ. მინერალი თუთია არაერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში, მეტაბოლიზმით დაწყებული ჭრილობების ალაგებით დამთავრებული. ამას გარდა, კვლევების მიხედვით, თუთია იმუნიტეტის გაძლიერებაშიც გვეხმარება - 30 გრამ შვეიცარულ ყველზე 1.2 მგ თუთია მოდის, რაც დღიური რეკომენდებული დოზის 8 პროცენტია. ამას გარდა, შვეიცარულ ყველში ყველაზე დიდი ოდენობითაა კონცენტრირებული B12 ვიტამინი, რაც ნერვული სისტემისთვის და სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამდენად, ის იდეალურია ვეგეტარიანელებისთვის.
3. ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, ექიმები დაძველებული ყველის სახეობებს, როქფორის და თხის რძეზე დამზადებულ ყველს უწევენ რეკომენდაციას.
4. კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გასაჯანსაღებლად ბრის სახეობის ყველია რეკომენდებული. დაძველებული, რბილი ყველის სახეობები, როგორიცაა ბრი, ცოცხალ ბაქტერიებს შეიცავენ, რომლებიც ჩვენი ორგანიზმისთვის სარგებლის მომტანია.
5. კალციუმის შემცველობით ყველის სახეობებს შორის პარმეზანი გამოირჩევა: ის 30 გრამ ყველზე 360 მგ.