წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევინარჩუნოთ კანის ტენიანობა ოფისის პირობებში

ბლოგი:
დეკემბერი 18, 2016
ავტორი Anika
ზამთარს და სიცივეს გათბობებით ჩაღუნღლებული ოფისები და ბინები სდევს თან, რაც ძალიან კომფორტული და სასიამოვნოა ჩვენთვის, მაგრამ ნაკლებ სასარგებლოა ჩვენი კანისთვის. როგორც ცივი ჰაერი და ყინვა არის სტრესული კანისთვის, ასევე არანაკლებ ზიანის მომტანის გამომთბარი სივრცეებიც. არადა, მოცემულობას ვერ გაექცევი: სახლშიც და ოფისშიც გათბობა გვესაჭიროება. როგორ მოვიქცეთ, ამ სიტუაციაში მინიმალურად რომ დაზარალდეს ჩვენი კანი? რას გვირჩევენ დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები.

- უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზამთარში წყალი არანაკლებ ესაჭიროება ჩვენს ორგანიზმს, ვიდრე ზაფხულში. ამიტომაც, დილა უზმოზე დავიწყოთ 1-2 ჭიქა წყაროს წყლით, სადაც მინერალების ბალანსი იდალურადაა დაცული და ვაკონტროლოთ, რომ დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღება მოვახერხოთ.

450x600_1_11ac74828981c5420d8ef54a407a0555@450x600_0xd42ee437_14231344251446804669

- ხელის კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება ამ დროს. ბუნებრივად, ეს მონაკვეთი ფაქტიურად დაუცველია, ზამთარში კი გარეთ გასვლამდე ხელზე ჰიდროკომპონენტებით გაჯერებული საცხის წასმა არ არის რეკომენდებული. ამიტომაც, საუკეთესო გამოსავალი დღის განმავლობაში ხელის კანის პერიოდული დატენიანებაა: სამუშაო მაგიდაზე იქონიეთ ხარისხიანი დამატენიანებელი და დღის განმავლობაში გადაისვით ხოლმე.

- ადაპტირება გაუკეთეთ თქვენს კვების რაციონს. სიმშრალის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ხშირად გარკვეული ტიპის ვიტამინების და მკვებავი ელემენტების ნაკლებობაა. ამიტომაც, თვალყური ადევნეთ იმას, რომ თქვენი რაციონი მდიდარი იყოს E ვიტამინის (შვრია, შავი ქლიავის ჩირი, ისპანაზი, თხილეული) და ომეგა-3 ცხიმ-მჟავების (თევხეული, მწვანე ფერის ბოსტნეული, ხილი) შემცველი პროდუქტებით.

- სათანადოდ შეარჩიეთ კანის მოვლის საშუალებები. სახის, ხელი თუ სხეულის საცხები აუცილებლად გაძლიერებულად დამატენიანებელი ფუნქციის უნდა იყოს. ასევე, საცხი არ უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ჰიდროკომპონენტებს, ვინაიდან სახლიდან გასვლამდე მისი წასმის შემთხვევაში, სიცივეში მოხვედრისას შესაძლოა ამან პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს. შედეგად კანის უჯრედებს საჭირო კვება მოაკლდება. გამოსავალი? ზამთრის საცხი უნდა შეიცავდეს მეტწილად ლიპიდურ კომპონენტებს (ცხიმოვან და მკვებავ), ღრმა დატენიანებისთვის კი საუკეთესოა ძილის წინა პერიოდი ან ისეთი დრო, როცა საცხის წასმის შემდეგ რამდენიმე საათი გარეთ გასვლა არ მოგიწევთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები