1. კონტრასტული შხაპი ერთ-ერთი უებარი მეთოდია დეკოლტეს ზონაში არსებული ნაზი კანის სიმკვრივის და ელასტიურობის შესანარჩუნებლად: გრილი, იდეალურ ვარიანტში კი ცივი წყალი კანქვეშ არსებული ქსოვილების შევიწროვებას და სტრატეგიულ ადგილებში მიკროცირკულაციას უწყობს ხელს. ამიტომაც, სცადეთ ჩვევად აქციოთ, ჩვეულებრივი შხაპის შემდეგ რამდენიმე წამის განმავლობაში დეკოლტეს და მკერდის ნაწილში ცივი წყლის გადავლება.
2. შეეცადეთ დაიცვათ სითხის მიღების რეჟიმი - რაც უფრო მეტი ოდენობით სასმელ წყალს დალევთ დღის განმავლობაში, მით უფრო დადებითად აისახება ეს ყველაფერი კანის უჯრედების მდგომარეობაზე.
3. ტანის სქრაბის სისტემატური გამოყენებისას არ დაგავიწყდეთ დეკოლტეს მიდამოები: მსუბუქი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სქრაბი და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ასეთი პროცედურის შემდეგ არამხოლოდ მკვდარი უჯრედების აქერცვლა და მოცილება ხდება, არამედ თქვენი კანი ხავერდოვანი და საოცრად რბილი ხდება. სქრაბის გამოყენება მინიმუმ კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული. არ დაგავიწყდეთ, შხაპის შემდეგ მკვებავი/დამატენიანებელი ტანის კრემის გამოყენება.
4. დეკოლტეს ზონას, ისევე როგორც თვალებს და სახის კანს, ასევე ესაჭიროება ყოველდღიური მოვლა. რას გულისხმობს ეს მოვლა? ამ მიდამოებში კანი ყოველდღიურად უნდა დავატენიანოთ. ზაფხულის პერიოდში კი უნდა გვახსოვდეს, რომ დეკოლტის ზონის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან დაცვა სახის დაცვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამიტომაც, შხაპის მიღების შემდეგ ოდნავ ნოტიო კანზე შევიზილოთ დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი - ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ზოგადად ტანისთვის განკუთვნილი კრემები თუ გელები, ასევე სპეციალურად დეკოლტეს ნაზი ზონისთვის შექმნილი ასაკსაწინააღმდეგო კრემები, რომელთაც შემადგენლობაში E ვიტამინი აქვთ.
5. მნიშვნელოვანია ბიუსჰალტერის სათანადოდ შერჩევა: ის უნდა იყოს იდეალურად მორგებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს თავისუფლად მომდგარი და სასურველია თუ ზომიერად ექნება ბალიშები.
6.