წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ახალგაზრდული კანი

ბლოგი:
ოქტომბერი 31, 2017
ავტორი Anika
მაგიური და მომენტალური ეფექტის მქონე კოსმეტიკური პროცედურების გარდა, რისთვისაც ესთეტური სილამაზის ცენტრებს მივმართავთ ხოლმე, საკუთარი ძალებით, სხვისი დახმარების გარეშე შეგვიძლია მივაღწიოთ იმას, რომ მაქსიმალურად გავახანგრძლივოთ ჩვენი კანის ახალგაზრდული იერი და გამოვიყურებოდეთ ჩვენს ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად. როგორ შეგვიძლია ამის მიღწევა?

1. გავზარდოთ C ვიტამინის მოხმარება, რომელიც კანში კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, შესაბამისად ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამიტომაც, აუცილებლად ჩართეთ ყოველდღიურ კვების რაციონში ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ფორთოხალი, გრეიფრუტი, ბულგარული წიწაკა, კივი, პომიდორი და მარწყვი.

2. გავზარდოთ ცილების მოხმარება, რომელიც კანის უჯრედების ფუნქციონირების თითქმის ყველაზე ეტაპზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ეს ეხება როგორც კოლაგენის გამომუშავებას, ასევე უჯრედების აღდგენის პროცესს. ამიტომაც, ცილა აქტიურად უნდა ფიგურირებდეს თქვენს ყოველდღიურ რაციონში. უპირატესო მიანიჭეთ ნაკლებცხიმიან ცილებს, თევზი, საქონლის და ქათმის ფილე. მათ გარდა, ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები და თხილეულიც ცილების არაჩვეულებრივი წყაროა.

3. სალათების შესაკაზმად მაიონეზის ნაცვლა ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ, რომელიც ორგანიზმს A და E ვიტამინებით მოამარაგებს და კანის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან დაიცავს.

4. დეკორატიული კოსმეტიკის პროდუქტებიდან თავი შეიკავეთ პუდრას გამოყენებისგან, ვინაიდან ის ღრმად ჯდება ფორებში და ნაოჭებში და ხაზს უსვამს მათ არსებობას.

5. გამოიყენეთ ბრონზერი, რომელიც კანზე გაჩენილ ასაკობრივ და პიგმენტურ ლაქებსაც შენიღბავს და სახის კანსაც ჯანსაღ და ლამაზ ბზინვარებას შესძენს.

6. ყოველდღიურად იზრუნეთ ხელის კანის დატენიანებაზე და კვებაზე, ვინაიდან, როგორც იცით, ხელები უტყუარ ინფორმაციას გასცემს ხოლმე თქვენს ასაკზე. კარგად მოვლილი სახის კანი და მოუვლელი და გამომშრალი ხელები კი აშკარად უსიამოვნო კონტრასტი იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები