ბლოგი:
ივლისი 05, 2012
ავტორი Anika
თვალის ტუში - ე.წ. მასკარა - ისეთი პროდუქტი მგონია, რომელსაც ყველაზე მინიმალური მაკიაჟის მოყვარულებიც კი უპირობოდ მოიხმარენ. ზაფხულის ცხელ დღეებში ბევრ ზედმეტ დეტალზე შეიძლება თქვა უარი, მასკარასთან გამომშვიდობება კი ბევრს, მათ შორის, მეც, ძალიან უჭირს. არადა, მეორეს მხრივ, არც ის არის სასიამოვნო, როცა მაღალი ტემპერატურის გამო თვალები ტუშით “გეთხაპნება” და გამურულს გიწევს სიარული. ზოგი, კი აუზზე სიარულის დროსაც ბოლომდე ინარჩუნებს მასკარასთან მეგობრობას.
გამოსავალი ასეთ სიტუაციებში?! წყალგამძლე მასკარა, რომელიც უხერხულობებს აგაცილებთ თავიდან. მოდით რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ, მათი თავისებურებების გათვალისწინებით.
Maybelline Lash Discovery Mini-Brush Waterproof Mascara - ვიზაჟისტების თქმით, წვრილი ფუნჯი საშუალებას იძლევა თითოეული წამწამი იდეალურად დაიფაროს და თავიდან აგაცილებთ ტუშის შემდგომ ჩამორეცხვის შესაძლებლობას.
Chanel Inimitable Waterproof Mascara - ეს მასკარა წასმისთანავე შრება და შესაძლებლობას გაძლევთ მყარად დაიფიქსიროთ ლამაზად აპრეხილი წამწამები.
Giorgio Armani Eyes To Kill Waterproof Mascara - არმანის ვიზაჟისტს თუ დავუჯერებთ, ეს მასკარა ძალიან ცოცხალ გამომეტყველებას აძლევს თვალებს და წასმისთანავე უძრავ მდგომარეობაში აფიქსირებს წამწამებს. ასე რომ, ყოველგვარი გვერდითი ეფექტები გამორიცხულია.
Dior Diorshow Iconic Extreme Waterproof Mascara - როგორც წესი, წყალგაუმტარი მასკარები წასასმელად მძიმეა და შემდეგ შედეგად წამწამების მტვრევადობას იწვევს. დიორის ეს მასკარა დიდი რაოდენობით დამატენიანებელ კომპონენტებს შეიცავს და ამით წამწამებს შეძლებისდაგვარად ჯანსაღ მდგომარეობაში ინარჩუნებს.
Lancôme Hypnôse Waterproof Mascara - ეს მასკარა ცრემლებს, წვიმას თუ აუზის წყალს, ყველაფერს უძლებს და იდეალურად აპრეხილ წამწამებს უზრუნველყოფს, მისი მოშორება კი, მხოლოდ სპეციალური თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებით არის შესაძლებელი.
დღეისთვის სულ ეს იყო!
დროებით,
ანიკა