ბლოგი:
ნოემბერი 30, 2012
ავტორი Anika
ის რომ ნიკოტინი, ყავა, ჩაი და წითელი ღვინო კბილების პირველი მტერია, ალბათ, ყველას გაგვიგია, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ არსებობს ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც კბილების გათეთრების უწყობს ხელს - ბუნებრივი გზით, არაფერი ქიმიური! რა თქმა უნდა, ეს გზა ისეთი ეფექტური არ არის, როგორც პროფესიონალური წმენდა, მაგრამ ძალიან იაფი და რაც მთავარია, ნატურალურია. სწორედ ამასთან დაკავიშრებით, დღევანდელ პოსტში გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას.
ვაშლი და სტაფილო კბილებს ნადებს ეფექტურად აშორებს. მათი მიღების დროს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნერწყვი, რაც პირის ღრუს სანაციას უწყობს ხელს - ასე ვთქვათ ბუნებრივი გამწმენდია. იმის გამო, რომ ეს ხილი და ბოსტნეული “ხრაშუნა” ტიპის საჭმელია, ისინი ასუფთანვებენ კბილების ზედაპირს და ამასთანავე სპობენ ბაქტერიებს, რომელბიც ცუდ სუნს იწვევენ. მოთუშულ ბოსტნეულს მისი სირბილის გამო არ გააჩნია იგივე ეფექტი.
მჟავე ხილის ჭამა ასევე ხელს უწყობს ნერწყვის გამომუშავებას, მაგრამ მოერიდეთ ლიმონის ხშირად გამოყენებას - ზედმეტი რაოდენობის მჟავამ შეიძლება თქვენი კბილები დააზიანოს. ჩაანაცვლეთ იგი ფორთოხლით: გათალეთ და კანის შიდა თეთრი მხარიდან კარგად გაიწმინდეთ კბილები.
მარწყვის ჭამის დროს შეიძლება ხელები და პირი გაგიწითლდეთ, მაგრამ კბილების ბუნებრივად გათეთრების საუკეთესო საშუალებაა. დაჭყლიტეთ მარწყვი და წაისვით იგი კბილებზე. ხუთი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით და გაიხეხეთ ჯაგრისით.
იოგურტი, რძე და ყველი შეიცავენ რძემჟავას, რომელიც კბილებს იცავს გაფუჭებისგან. ბოლო კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც კვირაში ოთხჯერ მიირთმევდნენ იოგურტს, გაცილებით უფრო ნაკლები სტომოტოლოგიური პრობლემები ქონდათ, ვიდრე მათ, ვინც საერთოდ არ იღებდა რძის პროდუქტს.
ვაშლის ძმრის და ლიმონის წვენის ეფექტებზე ალბათ ყველას გსმენიათ, მაგრამ თავი შეიკავეთ მისი ხშირი გამოყენებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგემატებათ კბილების მგრძნობელობა და შეიძლება დაიზიანოთ კიდევაც.
რაც უფრო სუსტია ემალი, მით უფრო იოლად აღწევს კბილის ზედაპირზე საჭმელი. იმ შემთხვევაში თუ ემალი ჯანმრთელია, შესაძლებელია კბილის სითეთრეც მასზე იყოს დამოკიდებული. შავი შოკოლადის შემადგენლობაში შედის თეობრომინი, რომელიც ხელს უწყობს ემალის გამაგრებას.
მომდევნო პოსტამდე,
ანია