We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ შევუწყოთ ხელი შვილებს წარმატების მიღწევაში

_from blog_:
_June_ 06, 2017
_by_ Anika
ბავშვის ჯანსაღი განვითარება მისი შემდგომი წარმატების წინაპირობაა, როგორც ამას ფსიქოლოგები ამტკიცებენ. თავისუფლად, ზედმეტი შეზღუდვების და სტიგმების გარეშე ბავშვის განვითარებას უპირველეს ყოვლისა ოჯახში, მშობლების მხრიდან უნდა შეეწყოს ხელი. რას გვირჩევენ ამ თვალსაზრისით გამოცდილი ფსიქოლოგები - როგორ მოვიქცეთ და რისგან შევიკავოთ თავი :

- არასდროს მივაწოდოთ მზა პასუხები. ბავშვები ადრინდელი ასაკიდანზე ცნობიმოყვარეები არიან ბუნებით, აინტერესებთ ყველაფერი, რაც მათ გარშემო ხდება, რატომ, რისთვის, როგორ. ამ ენთუზიაზმის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბავშვებს ყველაზე ყოველდღიურად ვესაუბროთ ხოლმე, თუნდაც სულ ცოტა ხნით, მარტივ მოვლენებზე, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ასაკის მატებასთან ერთად, ასეთი საუბრები კიდევ უფრო ხშირად შეგვიძლია გვქონდეს. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია და ხელი შევუწყოთ ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში.

- ასაკისთვის შეუსაბამო განმავითარებელი აქტივობებით დატვირთვა. ხშირად გინახავთ ალბათ, 4-5 წლის ბავშვს კითხვას რომ ასწავლიან - ფსიქოლოგების თქმით, სრულიად შესაძლებელია ბავშვმა ამ ასაკში კითხვა ისწავლოს, თუმცა ამ პერიოდში ბავშვის დროის და ენერგიის ამ მიმართულებით ხარჯვა არ არის გონივრულად მიჩნეული. ეს ის პერიოდია, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი მცირეწლოვანის ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების და წარმოსახვის უნარის განვითარებაა, რაც სხვადასხვ თამაშებით ხდება.

- არასდროს მოვახვიოთ თავს საკუთარი ამბიციები. მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და მხარი ავუბათ ნებისმიერ ახალ წამოწყებაში, გამოსცადოს, ნახოს საბოლოოდ რა აინტერესებს და რა არა. ნუ აიძულებთ მას ჩაეწეროს ათეულობით წრეზე და კლასგარეშე აქტივობაზე - ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება დრო დასვენებისთვის და განმუხტვისთვის.

- მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მის დამოუკიდებლობას: ადრინდელი ასაკიდანვე ისწავლოს და შეეჩვიოს დამოუკიდებლად ჩაცმას, კვებას, კბილების გამოხეხვას, ფეხსაცმელზე თასმების შეკვრას, შხაპის მიღებას და ა.შ. ასე ბავშვი მიხვდება, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიყვანა ესაჭიროება.

- ბავშვის ნაცვლად არასდროს გავაკეთოთ მისი საშინაო დავალება. ეს მხოლოდ და მხოლოდ დათვური სამსახური იქნება.

_OTHER BLOGPOSTS_