წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ უვლიან ვარსკვლავები თმას

ბლოგი:
სექტემბერი 11, 2015
ავტორი Anika
ჩემთვის ჯანმრთელი, მოვლილი და ლამაზი თმა ცნობილ ადამიანებში ჯენიფერ ანისტონთან ასოცირდება: "მეგობრებს" (ხომ გახსოვთ, 1990-იანების ყველაზე პოპულარული სერიალი?!) სტუდენტობისას მგონი, ანისტონის გმირის ვარცხნილობების ხათრით ვუყურებდი. მართალია, კონკრეტულ შემთხვევებში მსახიობების ვიზუალზე პროფესიონალი სტილისტების და ვიზაჟისტების დიდი არმია ზრუნავს, თუმცა მათ, ვინც ჯენიფერის მსგავსად ხშირი, სქელი და მბზინავი თმით გამოირჩევიან, მოვლის საიდუმლოებებიც აქვთ. ანისტონის თქმით, თმის მოვლაში მისთვის ამოსავალი წერტილი თმის დავარცხნაა: უფრო სწორად, სველი თმის დავარცხნის აკრძალვა. საქმე იმაშია, რომ დასველებული თმა გაცილებით ელასტიური და მგრძნობიარეა და როცა სველი თმის სავარხლით ვარცხნას ვიწყებთ, ამ დროს თმის ღერი იჭიმება, ტყდება და თმაც საბოლოოდ თხელდება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ თმის კარგად გაშრობას დაველოდოთ და მხოლოდ შემდეგ დავივარცხნოთ ის და ვარცხნა თმის ბოლოებიდან დავიწყოთ და არა ძირებიდან. ამას გარდა, ანისტონი პერიოდულად თმის ბოლოების ცხელი მაკრატლით შეჭრას მიმართავს.

315@415@180b1f06b445ccbab9faf606dbca511f-NWI1NTU1Mjk3Mg

რიანას ლამაზი თმის საიდუმლო კი თმის სისტემატურ დატენიანებაში მდგომარეობს თურმე: თმის სპა პროცედურები და სხვადასხვა ნიღბებით კვება. თუ ასეთი პრცედურების ჩატარებას ხშირად ვერ ახერხებთ, მაშინ არომადავარცხნას შეგიძლიათ მიმართოთ: ტერმინზე მეც დავიბენი, ახლავე აგიხსნით.  რომელიმე კოსმეტიკურ ზეთს ან ზეითუნის ზეთს წავუსვამთ ხის სავარცხლის კბილებზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში ვივარცხნით თმას, სულ ესაა. ასე ღერებს სირბილეს, მბზინვარებას შემატებთ და კარგად დაატენიანებთ კიდეც.

315@415@37f7223827375234f21d7667f8d39a5b-NWRiZWU2NTc1MQ

ცნობილი მსახიობი და შანელის სახლის ერთ-ერთი სახე ბლეიქ ლავლი თავის ლამაზ ვარცხნილობას - ბუნებრივად დატალღოვანებულ თმას - ყოველგვარი უთოების და თმის საშრობის გარეშე აღწევს. მსახიობის თქმით, ის სველი თმის წვრილ ღერებს ცალ-ცალკე იღებს, ოდნავ დაგრეხს მათ და წვრილი სამაგრებით თმის ძირებთან იმაგრებს. შემდეგ თმას ბუნებრივად გაშრობას აცდის და სულ ესაა- შედეგად ზედმეტი ზიანის და ზემოქმდების გარეშე, ლამაზ ტალღოვან ვარცხნილობას იღებს.

315@415@cfe9ce672b71297e6b9be8d7ac1b2622-MjY2MjM0OWJjMw

ჯენიფერ ლოპესს ჩემ მსგავსად, სახლში დამზადებული თმის ნიღბების მოხმარება უყვარს თურმე. მისი საყვარელი ნიღაბის დასამზადებლად ბანანი, ავოკადო და კვერცხის გული უნდა აიღოთ და პიურესმაგვარ კონსისტენციამდე მიიყვანოთ, შემდეგ კი თმაზე გადაისვათ და 20 წუთი გაიჩეროთ. ავოკადო თმის სიჯანსღისთვის აუცილებელ არაერთ ვიტამინს შეიცავს, კვერცხის გული კი თმის ღერს ამაგრებს და აღადგენს მის სტრუქტურას. ავოკადოს არქონის შემთხვევაში, ის რომელიმე კოსმეტიკური ან ზეითუნის ზეთით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები