ბლოგი:
იანვარი 03, 2016
ავტორი Anika
წლის შემობრძანებას გილოცავთ - ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და სიხარულით სავსე წელიწადს გისურვებთ! საკუთარ თავს რამდენიმე კონკრეტული მიზანი დავუსახე, მათ შორის, ცხოვრების წესის კიდევ უფრო გაჯანსაღება და მეტი ფიზიკური აქტივობა. ვნახოთ, როგორ გამომივა, თუმცა ამ ყველაფერზე ზრუნვა უკვე იანვრის პირველი დღეებიდანვე არის შესაძლებელი: აკონტროლოთ საკუთარი თავი ისე, რომ მეორე დღეს "დამდგარი ზიანი" მინიმალური და შედარებით ადვილად გადასატანი იყოს. მესმის, ახალი წლის დღეებში ძალიან რთულია ცდუნებებზე უარის თქმა და თავის ხელში აყვანა, თუმცა, უმტკივნეული და შეუმჩნეველი ცვლილებებით ამის გაკეთება მაინც შესაძლებელია.
ყველაზე დიდი დახმარების გაწევა ამ პერიოდში წყალს შეუძლია - სანამ სუფრას მიუჯდებით, ნახევარი საათით ადრე 1-2 ჭიქა წყალი დალიეთ. ასე კუჭის სიცარიელე შეივსება და გაცილებით ნაკლები საკვების მიღებას შეძლებთ. ამას გარდა, სპეციალისტები 1-2 ჭიქა წყლის დალევას წვეულების დამთავრების შემდეგაც გვირჩევენ: ალჰოკოლი ორგანიზმის გაუწყლოვანებას იწვევს, ვინაიდან წყალი უჯრედებიდან უჯრედებშორის სივრცეში გადადის.
ნუ იტყვით უარს აპერეტივზე: ევროპელებისთვის ტრადიციუად ქცეული ეს რიტუალი შესაძლებლობას მოგცემთ ძლიერი ალკოჰოლური სასმელის მიღებამდე შედარებით მსუბუქი, ორგანიზმისთვის უფრო ადვილად მოსანელებელი ალკოჰოლური სასმელი მიიღოთ, მაგალითად, შუშხუნა ღვინო, ეს კი საბოლოო ჯამში ზიანსაც ნაკლებს მოგაყენებთ.
უმთავრესი რაც ასეთ დღეებში უნდა გვახსოვდეს, ალკოჰოლის და სპორტული აქტივობების შეუთავსებლობაა. ვინაიდან ალკოჰოლი ორგანიზმში სისხლის შედედებას უწყობს ხელს, ამ დროს კი ორგანოებს და ქსოვილებს სისხლი ნაკლები რაოდენობით მოეწოდებათ, ამდენად ნაბახუსევზე სპორტით დაკავება არანაირად არ არის რეკომენდებული. სისხლის მომეტებულად შედედების გამო გულს ორმაგი დატვირთვა აქვს, მიკროცირკულაცია დარღვეულია, კუნთები და სახსრები ვერ იღებენ საჭირო რაოდენობით კვებას და არტერიული წნევაც იმატებს. ამდენად, ნაბახუსევზე ყოფნისას სჯობს თავი შეიკავოთ სპორტდარბაზისგან ან თუნდაც გარეთ ან სახლის პირობებში სირბილისგან.
ხალისიან დასვენებას გისურვებთ!
ანიკა