We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

როგორ ვაქციოთ წყალი სადეტოქსიკაციო სითხედ

_from blog_:
_August_ 05, 2016
_by_ Anika
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ორგანიზმის გასაჯანსაღებლად, დეტოქსიკაციაა - ტოქსინებისა და შლაკებისგან მისი გაწმენდა. ყველაზე იოლი რაც დეტოქსიკაციისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ, დიდი რაოდენობით წყლის მიღებაა - საშუალოდ 2 ლიტრი დღის განმავლობაში, ზაფხულში, სიცხის პირობებში კი ეს რაოდენობა იმატებს. მოკლედ, ყველა გზა წყალთან მიდის.

წყლის მიღებას ბევრი უკვე შეჩვეულია და ეს მისი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, ისე რომ ამაზე ზედმეტი ფიქრიც არ უწევს. ზოგს კი საკმაო ძალისხმევა სჭირდება საიმისოდ, რომ საკუთარ თავს მორიგი ჭიქა წყლის დალევა შეახსენოს. წყლის დალევა კიდევ უფრო სახალისო და იმავდროულად სასარგებლო პროცესი რომ გახდეს, ამისთვის შეგვლიძლია წყალს ახალი გემო და თვისებები შევძინოთ: მარტივად, რომ ვთქვათ, დავამატოთ ინგრედიენტები, რომლებიც ორგანიზმს წყალთან ერთად გაწმენდაში და ტოქსინებისგან განთავისუფლებაში დაეხმარება. რომელ ინგრედიენტებზეა საუბარი?

1. ლიმონი - წყალში ლიმონის დამატება მას ძლიერ სადეტოქსიკაციო სასმელად აქცევს. ლიმონის წვენი ორგანიზმს გაწმენდაში და გატუტოვანებაში ეხმარება. მარტივად შეგიძლიათ ლიმონის თხელი ნაჭერი წყლის ჭიქაში ჩააგდოთ ან სულაც ჩააწუროთ ლიმონის წვენი წყალში.

Mint2

2. პიტნა - პიტნა მცირეოდენ სიტკბოს მატებს წყალს ყოველგვარი შაქრის გარეშე და იმავდროულად კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირების დარეგულირებაში და საჭმლის ადვილად მონელებაში ეხმარება.

3. კიტრი - კიტრის წყალი სახის საწმენდი ტონიკის სახით რომ გამოიყენება, ეს უკვე დიდი ხანია ვიცით, თუმცა რამდენიმე თხელ ნაჭერ კიტრს თუ წყალს დავუმატებთ, ასეთი სითხე კიდევ უფრო ეფექტიანად დაატენიანებს ორგანიზმს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ კიტრს ანთებისსაწინააღმდეგო თვისებებიც აქვს.

4. კოჭა - ეს არომატული ფესვები ორგანიზმის გაწმენას, საჭმლის ადვილ მონელებას და მუცლის დისკომფორტის მოწესრიგებას უწყობს ხელს. კოჭას შემთხვევაში ძალიან ციცქნა ნაჭერიც საკმარისია სასურველი ეფექტის მისაღებად: 2-3 ძალიან თხელი ნაჭერი ჩაყარეთ წყალში ან უბრალოდ ჩაახეხეთ ჭიქაში.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_