წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ ვიქცევით მზის დამწვრობის დროს

ბლოგი:
ივლისი 30, 2013
ავტორი Anika
ზაფხულის შვებულება/არდადეგების დროს უმეტესობისთვის დასვენების იდეალური სცენარი სადმე ზღვის სანაპიროზე ვითარდება: ზღვა, ქვიშა, მზე და ლამაზი რუჯი. თუმცა, ხშრირად ისეც ხდება, რომ ლამაზი რუჯის ნაცვლად შედეგად დაუდევრობისგან მიღებულ დამწვრობას ვიღებთ ხოლმე. სწორედ ასეთ დამწვრობებზე და მათი მორჩენის ყველაზე სწრაფ და ეფექტურ საშუალებებზე მინდა გესაუბროთ დღეს.

მოკლედ, რას ვაკეთებთ, როდესაც მზეზე დამცავის გარეშე ყოფნის თუ ნებისმიერი სხვა დაუდევარი მოქმედების გარეშე მზის დამწვრობას ვიღებთ?!

გრილი შხაპი - დერმატოლოგები, პირველ რიგში, გრილი წყლის შხაპის მიღებას გვირჩევენ. შხაპის სხვადასხვა რეჟიმებს შორის, შეძლებისდაგვარად ყველაზე მსუბუქი რეჟიმი შეარჩიეთ, ნუ გამოიყენებთ საპნის შემცველ ტანის გელს და ბოლოს, პირსახოცით ნაზი მოძრაობით შეიმშრალეთ კანი, ყოველგვარი მძაფრი მოძრაობების და გასმის გარეშე.

კანის დატენიანება - როგორც დერმატოლოგები ამბობენ, კანს დატენიანება ყველა ეტაპზე სჭირდება: შეწითლებიდან დაწყებული კანის აქერცვლით დამთავრებული. თქვენი ყოველდღიური ტანის ლოსიონის გადასმამდე, კარგად გაეცანით მის შემადგენლობას - თუ ის სალიცილის ან სხვა მჟავას შეიცავს, მაშინ ასეთი ლოსიონის წასმის შემდეგ კანი ძალიან აგეწვებათ და გაგიხურდებათ.

174023635

კანის დამშვიდება - მზეზე ყოფნის შემდეგ, კანის მიერ “ათვისებული” ულტრაიისფერი სხივები თავიანთ მავნე ზემოქმედებას. ამიტომაც, საკუთარ კანს ძალიან დაეხმარებით, თუ რუჯის მიღების შემდეგ წასასმელ სპეციალურ საშუალებას შეიძენთ - ისინი არამხოლოდ აგრილებენ კანს, არამედ სიწითლესაც ამშვიდებენ და წვის შეგრძნებასაც ამსუბუქებენ. ასეთი საცხები, გელები თუ ზეთები ნაადრევი აქერცვლის პრევენციას ახდენენ, აშუშებენ დამწვრობას, ჰიდროლიპიდურ ბარიერს აღადგენენ, კაპილარებს აძლიერებენ და ნაადრევი ფოტოდაბერებისგანაც გვიცავენ. ასე, რომ ნუ დაზოგავთ ფულს და შეარჩიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც პანთენოლს, ალოე ვერას, ბეტა-კაროტინს ან მცენარეულ ზეთს შეიცავენ.

ამას გარდა, სახლის პირობებში შემდეგი ხალხური მეთოდები შეგიძლიათ გამოიყენოთ: მსუბუქი ქსოვილი ცივ რძეში დაასველოთ და დამწვარ ადგილებზე დაიდოთ. როგორც ამბობენ, რძის ცილები და ცხიმები დამწვრობის ალაგებას უწყობენ ხელს და დისკომფორტის შეგრძნებასაც ამსუბუქებენ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ძმარშიც დაასველოთ ქსოვილი, რაც კანის pH ფაქტორს ნორმალიზებას უკეთებს და ანტისეპტიური ეფექტი აქვს. თაფლიც საკმაოდ ეფექტური ყოფილა ასეთ დროს, მხოლოდ მთელ სხეულზე მისი გადასმა, სავარაუდოდ, დიდად მოსახერხებელი და კომფორტული არ უნდა იყოს, ამიტომაც, შეგიძლიათ ის ყველაზე მოსახერხებელ ადგილებში მაინც გადაისვათ.

რა არ უნდა გავაკეთოთ მზის გამწვრობის შემდეგ:

  • არ გამოვიყენოთ ცხიმის შემცველი პროდუქტები, მაგალითად, ვაზელინი;

  • დროებით დავივიწყოთ პილინგი, სკრაბები და მსგავსი პროცედურები;

  • თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ გაქვთ, რამდენიმე დღის მაკიაჟისგანაც შეიკავეთ თავი.


მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები