ბლოგი:
ნოემბერი 14, 2015
ავტორი Anika
ვისაც სირბილი უყვარს და უკვე გამოცდილი მორბენალია, მათთვის ამინდი და კლიმატი, დაბრკოლებას არ წარმოადგენს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მორბენალებმა სირბილისთვის არსებული წესებიც კარგად იციან, რაც ბევრი დამწყებისთვის უცნობი და იმავდროულად აუცილებლად გასაცნობია. მოკლედ, დღეს ინსტრუქტორების იმ რჩევებს გაგიზიარებთ, რომლებიც ცივ ამინდში სირბილს ეხება.
1. სირბილის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გახურდეთ.
2. ზამთარში ჰაერზე ვარჯიშის ოპტიმალური დრო ერთი საათია. მთავარია, სირბილის დროს არ გაჩერდეთ, ვინაიდან სხეული ძალიან სწრაფად გრილდება.
3. სირბილის დროს უმჯობესია პირით სუნთქვა. ყელში და ფილტვებში ძალიან ცივი ჰაერის მოხვერის თავიდან ასაცილებლად, შეეცადეთ ენა სასას მიადოთ.
4. არ არის რეკომედირებული სირბილი, თუ ტემპერატურა -15 გრადუსზე დაბლა დაეცემა - თბილისის პირობებში ეს ნაკლებად მოსალოდნელია.
5. სირბილის შემდეგ ძალების აღსადგენად ცხელი ჩაი დალიეთ ლიმნით: ასე იმუნიტეტს დაეხმარებით და ორგანიზმის წყლის ბალანსსაც აღადგენთ. გარდა ამისა, მიიღეთ თბილი შხაპი და თბილი ტანსაცმელი ჩაიცვით.
6. თუ თქვენ სირბილს ეხლა იწყებთ, ასეთ შემთხვევაში სჯობს 2-3 კილომეტრით დაიწყოთ და თავიდანვე დიდ დისტანციებს ნუ შეეჭიდებით. ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოუმატეთ ტემპს და დისტანციას.
7. ტონუსისა და ჯანმრთელობისთვის კვირაში 2-3 ვარჯიში საკმარისია.
8. სიცივეში სირბილის დროს მთავარია გარეთ ყოფნისას ზედმტად არ შევცივდეს და არ გავცივდეთ, თუ ვარიში საკმაოდ აქტიური იყო. მთავარია, სხეულის სითბოს ბალანსი იყოს შენარჩუნებული. ერთბაშად თბილი ტანსაცმლის ჩაცმა არ არის კარგია იდეა, იდეალურია რამდენიმე ფენად ჩაცმა. რეალურად, დღეს ხარისხიანი ტანსაცმლის შეძენა სირბილისთვის, პრობლემას არ წარმოადგენს: სპორტულ მაღაზიებში ადვილად შეიძენთ სპეციალური ქსოვილებისგან და ტექნოლოგიით შეკერილ ეკიპირებას.
9. არ დაგავიწყდეთ ქუდი და ხელთათმანები - სიცივეში სირბილის დროს აუცილებელია.
10. სარბენი სპორტული ფეხსაცმელი ისეთი შეარჩიეთ, ქარი და წყალი რომ არ გაატაროს.
წარმატებებს გისურვებთ!
ანიკა