წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

როგორ ვუწყობთ ხელს კანის დაბერებას

ბლოგი:
თებერვალი 26, 2017
ავტორი Anika
ჯანსაღი და ახალგაზრდა კანის ორი უმთავერსი წინაპირობა ანიკას ბლოგის მკითხველებმა უკვე კარგად ვიცით: დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყლის მიღება და გამოძინება. ამ წესს ბევრი ჩვენგანი იცავს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ სამწუხაროდ არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ კანის ახალგაზრდული იერი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ. რა გაქტორები აფერეხებენ ამ პროცესს და რომელ მავნე ჩვევებზე უნდა ვთქვათ უარი კანის ნაადრევი დაბერების საპრევენციოდ:

- პერიოდულად ამჩნევთ ლოყებზე წვრილ გამონაყარს ან გაღიზიანებებს საფეთქლის მიდამოებში? გამოგიტყდებით და საფეთქელთან პერიოდულად მიჩნდება ხოლმე. ეს ყველაფერი მობილური ტელეფონის და სათვალის ბრალი ყოფილა, რომელთაც იშვიათად ან საერთოდაც არასდროს ვწმენდთ ანტიბაქტერიული ხელსახოცებით. როგორც ირკვევა, ხშირად გამოყენებად ნივთებზე ელვისებური სისწრაფით გროვდება ჭუჭყი და მრავლდება ბაქტერიები, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია სისტემატურად გავწმინდოთ ისინი ანტიბაქტერიული ხელსახოცებით.

- საკვების შეზღუდვა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ნახშირწყლებით მდიდარ და ცხიმიან საკვებზე არ არის საუბარი. როცა საკუთარ თავს გარკვეულ შეზღუდვებს ვუწესებთ საკვებ რაციონში და ეს შესაძლოა ჯანსაღი კვების დროსაც მოხდეს, შეიძლება მთელ რიგ ისეთ პროდუქტებზე ვთქვათ უარი, რომლებიც ორგანიზმის და კანის ჯანსაღი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, ასეთი შეზუდვების დაწესებამდე, კარგად მოიძიეთ მათი ჩამნაცვლებელი, შემდეგ რომ არ ინანოთ.

- ცურვის დროს ქლორიან წყალთან გვიწევს შეხება, ქლორი კი ცხიმოვან ბარიერს არღვევს, რომელიც თავის მხრივ, ეპიდერმისში ტენიანობის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი - შედეგად კანი შრება. ტენიანობის ნაკლებობა რასაც იწვევს კარგად ვიცით: კანის მოდუნება, ფერმკრთალი იერი, სიმკვრივის დაქვეითება, დაბერების პროცესის დაჩქარება.  ამიტომაც, აუზზე თუ დადიხართ, არასდროს ჩახვიდეთ მასში მაკიაჟით, ყოველთვის გაისუფთავეთ კანი წინასწარ და წყალში ჩასვლამდე მკვებავი საცხი წაისვით, წყლიდან ამოსვლის შემდეგ კი კარგად დაიბანეთ სახე და დამატენიანებელი საცხი გადაისვით.

მომდევნო  პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები