ბლოგი:
აგვისტო 30, 2013
ავტორი Anika
საუზმის მნიშვნელობა და ის, რომ დილის კვება ყველაზე მნიშვნელოვანია დღის რაციონს შორის, ანიკას ბლოგის მკითხველებმა უკვე ვიცით. ყველაფერთან ერთად, დილის კვება ერთგვარი “სარჩულივითაა” საიმისოდ, თუ როგორ მოვიქცევით დარჩენილი დღის განმავლობაში და რამდენად ჯანმრთელ საკვებზე გავაკეთებთ არჩევანს. შესაბამისად, დაბალანსებული საუზმე = დღის განმავლობაში დაბალანსებულ კვებას.
ღამის განმავლობაში ორგანიზმი აღდგენის და ერთგვარი გაჯანსაღების პროცესს გადის - დღის განმავლობაში გადატანილი “დაზიანებების” აღდგენას ორგანიზმი სწორედ რომ ღამით ცდილობს. დილით, გაღვიძებისთანავე საჭმლის მომნელებელი სისტემა დაცლის/გაწმენდის პროცესს იწყებს, ამიტომაც პირველი, რაც გაღვიძებისთანავე უნდა გავაკეთოთ, ორგანიზმის დატენიანებაა.
წყალი - თბილი, ლიმნის წვენის გაზავებული წყალი საუკეთეო დასაწყისია საჭმლის მომნელებელი სისტემის ასამუშავებლად და ღამის განმავლობაში დაგროვილი ტოქსინების ორგანიზმიდან გამოსადევნად.
ახლადგაწურული წვენი - ხილის ან ბოსტნეულის ახლადგამოწურული წვენი (ჩვენ რომ “ფრეშს” ვეძახით) ორგანიზმს დილიდანვე საჭირო ვიტამინებით უზრუნველყოფს. სცადეთ, ფორთოხლის, ვაშლის, ნიახურის და კიტრის ან სტაფილოს, ვაშლის, ნიახურის და კოჭას კომბინაცია.
ჩაი - ყველაზე ძნელი, ალბათ, ყავის ფინჯანი ჩაით ჩანაცვლება იქნება. არადა,იოგას და აიურვედას მიმდევრები, სწორედ რომ ამას გვრიჩევენ: საუზმეზე არჩევანი ფინჯან მწვანე ჩაიზე შევაჩეროთ, ორგანული ყავა კი მეგობრებთან კაფეში შეხვედრისთვის შემოვინახოთ.
ვეგეტარიანული საუზმე - იოგის ტრადიციული საუზმე, როგორც წესი, ვეგეტარიანული უნდა იყოს, აჰიმსას პრინციპიდან გამომდინარე (არა-ძალადობას). თუმცა, იოგას ყველა მიმდევარი არ ირჩევს ამ გზას.
მიუსლი - მიუსლის მიქსი საკმაოდ გემრიელი და ნოყიერი რამაა საუზმისთვის. მიუსლის მოსამზადებლად ცოტა შვრია, გოგრის თესლი, მზესუმზირის მარცვლები, ნუში, ქიშმიში და დარიჩინი. დაამატეთ ცოტა მწიფე ბანანი, თაფლი და ბოლოს დაასხით რძე.
იოგურტი და კენკრები - ორგანული იოგურტი მეორე ალტერნატივაა, რომელსაც მიუსლის მსგავსად შეგვიძლია დავამატოთ სეზამის მარცვლები, გოგრის თესლი, ნუში და კენკრის რომელიმე სახეობა.
კვერცხი (არავეგეტარინელებისთვის) - ცილოვანი საუზმისთვის შეგიძლიათ კვერცხი მოხარშოთ ან ომლეტის სახით მიირთვათ. უკანასკნელ შემთხვევაში, სასურველია მისი ქოქოსის ზეთში მომზადება, ვინაიდან ქოქოსის ზეთის სტრუქტურა მაღალ ტემპერატურაზეც უცვლელი რჩება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა