წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რომელ კოსმეტიკურ ინგრედიენტებზე რეაგირებს მგრძნობიარე კანი

ბლოგი:
თებერვალი 11, 2015
ავტორი Anika
როგორც ირკვევა, ქალების 70%-ს მიაჩნია, რომ მას მგრძნობიარე კანი აქვს. ისინი გამუდმებით წუწუნებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებენ მათ კანზე მორგებული იდეალური საცხის შერჩევას, რომელიც დელიკატურიც იქნებოდა და ეფექტურ მოვლასაც უზრუნველყოფდა. რეალურად, კვლევების თანახმად, ქალების მხოლოდ 12%-ს აქვს მგრძნობიარე კანი, რაც იმას ნიშნავს რომ მათი კანი მცირე რაოდენობით ცხიმს გამოიმუშავებს, აქვთ ძალიან თხელი რქოვანი შრე და მცირე რაოდენობის დამცავი პიგმენტი გააჩნიათ. ამის გამო, მათი კანი მგრძნობიარეა და ადვილად რეაგირებს გამაღიზიანებელ ფაქტორებზე. მოკლედ, სანამ დამოუკიდებლად მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გაიარეთ სათანადო კონსულტაცია პროფესიონალ კოსმეტოლოგთან და შემდგომი ქმედებებიც ამის მიხედვით დაგეგმეთ. ამასთანავე, გაითვალისწინებით ის ინგრედიენტებიც, რომლებიც აპრიორი ყველაზე ხშირად იწვევენ მგრძნობიარე კანის გაღეზიანებას.

კოსმეტიკური არომატიზატორები - ისინი მგრძნობიარე კანის დაუძინებელი მტრები არიან. ამიტომაც, შეეცადეთ კარგად შეიცწავლოთ პროდუქციის ეტიკეთი და მისი შემდაგენლობა და შეძლებისდაგვარად შეიძინეთ კოსმეტიკური არომატიზატორებისგან თავისუფალი მოვლის საშუალებები.

315@415@27088c66e46407cc619cc1b5946ec203-OGZlZTBjMGE3ZQ

ფტალატები (ეტიკეტზე, როგორც წესი, აღინიშნება დიეთილფტალატის და დიბუტილფტალატის სახელით) - ეს ინგრედიენტი ხშირად გამოიყენება ფრჩხილების დაფარვისთვის პლასტიურობის მისანიჭებლად. ევროპაში მისი გამოყენება უკვე აკრძალეს როგორც პოტენციური კანცეროგენის და ალერგიული გამონაყარის და ეგზემის გამომზვევი მიზეზის. ასე რომ ფრჩხილის ლაქის შერჩევისას, აუცილებლად ეძიეთ ფტალატებისგან თავისუფალი პროდუქცია: ამერიკული ბრენდი Zoya ამ ინგრედიენტს არასდროს გამოიყენებდა თავის პროდუქციაში, ხოლო Essie, OPI და Sally Hansen-მა საგანგებოდ შეცვალეს ფორმულები ამ ინგრედიენტის ამოსაღებად.

კარიტეს ზეთი (МАСЛО ШИ (КАРИТЕ) Shea butter) - ინგრედიენტი ზოგადად სრულიად უვნებელია, მაგრამ ვისაც თხილზე ალერგია აქვს, მათთვის საფრთხილოა ამ ზეთის შემცველი პროდუქცია, თუნდაც ეს ორგანული პროდუქცია იყოს.

ტრიკლოზანი - ანტიბაქტერიული აგენტია, რომელიც ხშირად გვხვდება სადეზინფექციო საშუალებებში, მათ შორის, საპონში. თუ ხელებზე ქავილი დაგეწყოთ და გამონაყარიც გამოჩნდა, მაშინ შესაძლოა ხელის საბანი საშუალების დადანაშაულება - მოკლედ, მოიძიეთ ტრიკლოზანის არშემცველი პროდუქტი.

პარაბენები - კოსმეტიკაში კონსერვანტების სახით გამოიყენება და ძალიან საფრთხილოა მგრძნობიარე კანისთვის. ამიტომაც, ეტიკეტის შესწავლისას ყურადღება მიაქციეთ მეთილ-, პროპილ-  და ბენზილჰიდროქსიბენზოატის არსებობას.

რეტინოიდები (A ვიტამინიდან წარმოებული ინგრედიენტი) - საკმაოდ ეფექტურია ასაკსაწინაადეგო მიმართულებით, თუმცა, ზაფხულში კანს მზესთან მიმართებაში საგრძნობლად მგრძნობიარეს ხდის, ზამთარში კი კანის სიმშრალეს უწყობს ხელს. მასზე სრულად უარის თქმაც გონივრული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა, ამიტომაც კოსმეტოლოგები გვირჩევენ, ისეთი სახის მოვლის საშუალება შევარჩიოთ, რომელიც რეტინოიდებს ზომიერი რაოდენობით შეიცავს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები