ბლოგი:
ივლისი 31, 2014
ავტორი Anika
საქართველოში იშვიათად თუ შეხვდებით ადამიანს თხილეულთან მწყრალად რომ იყოს - ამ განწყობას მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყანაში არსებული გასტრონომიული ფონიც: ნიგოზი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე არსებითი კომპონენტია, განსაკუთრებით კი ბოსტნეულთან კომბინაციაში. თხილეული საკვების ის კატეგორიაა, რომელიც სულ მცირე რაოდენობაც საკმარისია საიმისოდ, რომ ორგანიზმმა დიდი რაოდენობით ვიტამინები, მინერალები, ცილა და სასარგებლო ცხიმები მიიღოს. მოკლედ, თხილეული ერთობ სასარგებლოა, მაგრამ გააჩნია რომელ სახეობას ირჩევთ.
კალორიულობის მხრივ, ყველაზე დაბალკალორიული თხილეულში ნუშია, შემდეგ მოსდევს ქეშიუ და ფსტა. შეეცადეთ, რომ ეს თხილეული უმად მიირთვათ, ყოველგვარი ზეთში მოხალვის გარეშე - ასე მათში შენარჩუნდება ომეგა-3 ჯგუფის ცხიმმჟავები, ცილა და უჯრედისი, რომლებიც ადვილად გვანაყრებენ და მადასაც თრგუნავენ.
ჯანმრთელი გულისთვის საუკეთესო ნიგოზია (იცოდით, რომ 14 ლებანი ნიგოზი 185 კალორიას, 18 გრ. ცხიმს და 4 გრ. ცილას უდრის?!) , რომელიც მდიდარია ალფა-ლინოლის მჟავით. რიგი კვლევები ადასტურებენ, რომ ნიგოზი დადებითად აისახება გულის არითმიაზე და ზეითუნის ზეთის მსგავსად, ცხიმიანი საკვების მირთმევის შემდეგ, არტერიებში ოქსიდაციას და ანთებით პროცესს ამცირებენ. ამიტომაც, ექიმები გვირჩევენ დღის განმავლობაში 8 ლებანი ნიგვზის მირთმევას.
მიწისთხილი ყველაზე სასარგებლო თხილია თავის ტვინის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის - ის დიდი რაოდენობით შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც ტვინის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თხილის ბევრი სხვა სახეობის მსგავსად, მიწისთხილიც მდიდარია E ვიტამინით და ტვინისთვის მნიშვნელოვანი ჯანსაღი ცხიმებით. ცნობისთვის, 28 ცალი მიწისთხილი 170 კკალ-ს, 7 გრ. ცილას და 14 გრ.ცხიმს შეიცავს.
კალორიებით შედარებით დიეტური ნუში თხილეულში ყველაზე მდიდარია კალციუმით, რის გამოც ნუში ზოგადი ჯანმრთელობისთვის საუკეთესო არჩევანია. გარდა ამისა, ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს და E ვიტამინს - ანტიოქსიდანტს, რომელიც საშიში ანთებების და ასაკთან დაკავშირებული ცნობიერების დაქვეითების პრევენციაში ეფექტური დამხმარეა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა