წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

რომელი ვიტამინი გვაკლია

ბლოგი:
ოქტომბერი 22, 2013
ავტორი Anika
ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე - უცებ რომ აღმოაჩენ, რომ თავს ძველებურად ვერ გრძნობ, დისკომფორტის შეგრძნება არ გასვენებს, ენერგიაც ძველებურად მოზღვავებულად აღარ გაქვს. კონკრეტული პასუხი კი ამა თუ იმ უსიამოვნო სიმპტომზე არ ჩანს. არადა ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ერთი და ერთადერთი ვიტამინის ნაკლებობა იყოს - ვიტამინის, რომელიც თქვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია და რომლის დეფიციტის შევსებაზეც ასე განყენებულად არასდროს ვფიქრობთ.

დღევანდელ პოსტში მინდა სწორედ ასეთ შემთხვევებზე გესაუბროთ - როგორ განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის ვიტამინი აკლია ჩვენს ორგანიზმს და რა გზებით აღვიდგინოთ ბალანსი.

A ვიტამინი - ამ ვიტამინის ნაკლებობის დროს: კანზე ხშირად ჩნდება ანთებითი კერები; მადის დაქვეითება ხდება; და პერიოდულად გეჩვენებათ, რომ მხედველობა გაგიუარესდათ.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი: ჩვენ საკვებ რაციონში ცხიმიანი საკვების მინიმალური ოდენობა. ვინაიდან A ვიტამინის ორგანიზმის მიერ დამოუკიდებლად ათვისება შეუძლებელია, ამიტომაც, საჭიროა, რომ ორგამიზმა საკმარისი რაოდენობის ცხიმებიც მიიღოს მასთან ერთად, როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური.

როგორ მოვიქცეთ? - საკვებ რაციონში ყვითელი-ნარინჯისფერი ხილი, ბოსტნეული, თევზეული, კვერცხის გული, ნაღების კარაქი და რძე.

660x393_21_c4ac4bc1e544944dac740f6df2da8a6b@672x400_0xc0a8393c_18810427841370472291

B ვიტამინი - მისი ნაკლებობისას ხშირად ვცივდებით; ღამით ცუდად გვძინავს; თმა მტვრევადი და მშრალი გახდა; წნევის მცირე ცვალებადობაც საკმარისია საიმისოდ, რომ თავი აგტკივდეთ.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორგანიზმში უჯრედისის ნაკლებობა და მის შედეგად, მომნელებელი სისტემის მუშაობის დარღვევა - B ვიტამინის შეწოვა ხომ სწორედ ამ ორგანოს მიერ ხდება.

ამ დეფიციტის თავიდან ასაცილებლად რაციონში შეძლებისდაგვარად მეტი ბურღულეული, ბოსტნეული და თხილეული უნდა ჩავრთოთ. გარდა ამისა, სასარგებლოა კომბოსტოც - როგორც დაუმუშავებელი, ისე მჟავე ფორმით.

602x400_0xc0a8393c_10958176771370472291

თუ ჩვენს ორგანიზმს C ვიტამინი აკლია, ასეთ დროს ადვილად ვიღლებით; მცირე ნაკაწრიც კი ძალიან ძნელად გვიშუშდება; ხანდახან ღრძილებიდან სისხლდენა გვაქვს და ადვილად ვიმატებთ წონაში. ეს ყველაფერი კი შესაძლოა ჩვენი მავნე ჩვევებით და არასაკმარისი ძილით იყოს გამოწვეული. სიგარეტის მოწევა (ნიკოტინს ძალიან ადვილად გამოაქვს ორგანიზმიდან C ვიტამინი) და ალკოჰოლი ამ მიმართულებით დაუძინებელი მტრები არიან. ამიტომაც, ასეთ დროს საკვებ რაციონში ციტრუსები უნდა ჩავრთოთ აქტიურად, მივირთვათ კივი, ბროკოლი და ისპანახი, ასკილის ნაყენი ან ჩაი.

600x400_0xc0a8393c_18253853241370472291

და ბოლოს, D ვიტამინის ნაკლებობა, როდესაც გაღეზიანებულები ვართ, კუნთების სისუსტეს ვგრძნობთ, კბილის ემალის მდგომარეობა გაუარესებულია და პერიოდულად გვტკივა სახსრები. ამის მიზეზი კი, ხშირ შემთხვევაში, მზის ნაკლებობაა, რომელიც D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. მისი ნაკლებობის დროს ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისებაც ფერხდება, ეს კი შესაბამისად აისახება კბილების და ძვლების მდგომარეობაზე. ამიტომაც, უნდა შევეცადოთ, რეგულარულად მივიღოთ ხოლმე მზის აბაზანები, გასტრონომიული მეთოდებით კი, სათანადო სისქის საფულის პატრონებს კი შავი ხიზილალას დაგემოვნებაც შეუძლია პერიოდულად, რომელიც დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები