თევზის ქონი - ბევრი ჩვენგანისთვის ბავშვობის კოშმარულ მოგონებად ქცეული თევზის ქონი დღეს თქვენი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი შეიძლება გახდეს და მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ გაახალგაზრდავებაში. ვიტამინებით, სასარგებლო მიკროელემენტებით და ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტებით მდიდარი თევზის ქონის შეძენა დღეისთვის აფთიაქში კაფსულების სახით არის შესაძლებელი. თევზის ქონის უმთავრესი უპირატესობა მის შემადგენლობაში არსებული ომეგა-2 ცხიმ-მჟავააა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია და იდეალურია ასაკსაწინააღმდეგო ეფექტის მისაღწევად. როგორ გამოვიყენოთ? ყველაზე მარტივი გზაა, მისი სუფთა სახით გამოყენება: კაფსულაში მოთავსებულ ქონს (სასურველია პროდუქტი გლიცერინსაც შეიცავდეს) კარგად გასუფთავებულ სახის კანზე გადავისვამთ, 15-20 წთ. დავიტოვებთ და შემდეგ ჩამოვიბანთ, რის შემდეგაც დამატენიანებელ კრემს გადავისვამთ. ასეთი პროცედურა კვირაში 1-2-ჯერ შეგვიძლია ჩავიტაროთ, რის შემდეგაც კანი შედარებით მკვრივი გახდება. მარტივი მეთოდის გარდა, თევზის ქონი შეგვიძლია კომპლექსურ ნიღაბშიც გამოვიყენოთ: მაგალითად, მინერალურ წყალში ავურიოთ შემდეგი პროპორციით - 5 მლ. თევზის ქონი + 5 მლ. წყალი. შეგვიძლია ფანტასტიური ნიღაბის მომზადება ერთი კაფსულა თევზის ქონის და 1 სუფრის კოვზი თაფლის მეშვეობით.
დ-პანთენოლი - დამწვრობის საწინააღმდეგო ეს საშუალება ეფექტიანად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, როგორც ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება და ის რეკომენდებულია მხოლოდ მშრალი კანის მქონე ქალბატონებისთვის. ამ კრემის გამოყენება კვირაში 2-ჯერ არის შესაძლებელი, რის შედეგადაც როგორც ამბობენ, მბზინავ და მკვრივ სახის კანს მივიღებთ.
E ვიტამინი - ამ ვიტამინის თხევადი სახით გამოყენება ნებისმიერ სახის ნიღაბში არის შესაძლებელი. საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, რომ პერიოდულად ვყიდულობ ხოლმე აფთიაქში AE ვიტამინების კაფსულებს და მის ზეთოვან შიგთავსს მარტივად გადავისვამთ ხოლმე სახეზე ძილის წინ - არაჩვეულებრივად ატენიანებს და ნაოჭებსაც ასწორებს. ამ ვიტამინის გამოყენება თვალების ირგვლივ ზონაშიც არის შესაძლებელი.
სალიცილის მჟავა - ჯერ კიდევ დედა იყენებდა ხოლმე ამ მჟავას მოულოდნელად გამოჩენილი გამონაყარის თავიდაც მოსაშორებლად.