We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

საახალწლო არომატები

_from blog_:
_December_ 23, 2015
_by_ Anika
ახალი წლის დღეებს ყველა თავისებურად აღნიშნავს: ზოგს რესტორნებში დაგეგმილ სხვადასხვა ტიპის საღამოებზე სიარული ახალისებს, ზოგი მეგობრებთან ერთად სახლში აღნიშნავს ამ დღესასწაულს, ბევრს სამსახურის მიერ დაგეგმილი კორპორატიული წვეულებისთვის მოსამზადებლადაც უწევს ზრუნვა სხვა ყველაფერთან ერთად. რა ჩავიცვათ, თმა როგორ გავიკეთოთ, მაკიაჟი სადღესასწაულო შევარჩიოთ თუ მარტივი, მანიკური რა ტიპის შევარჩიოთ - მოკლედ, საფიქრალი საკმარისად გვაქვს, უმთავრესი კი ამ პროცესში ისაა, რომ საბოლოოდ გამორჩეულები და განსხვავებულები გვინდა ვიყოთ კონკრეტულ სიტუაციასა და გარემოში. ამ ყველაფერთად ერთად პარფიუმერები საინტერესო რჩევას გვაძლევენ: ნუ იდარდებთ ვარცხნილობაზე, მანიკურზე და მაკიაჟზე, აქცენტი განსაკუთრებულ სურნელზე გადაიტანეთ, რომელიც თქვენ ნამდვილად დაუვიწყარს გაგხდით. მოკლედ, დღეს სწორედ იმ სუნამოებს გირჩევთ, რომლებიც გამოცდილი პარფიუმერების აზრით, ყველაზე მეტად უხდება ახალი წყლის განწყობას:

3346131794249

Hermes, Elexir des Merveilles - ვანილის შაქარი, კარამელი და ბამბის ნაყინი, მოკლედ, ყველაფერი, რაც შეიძლება საშობაო ბაზარს და მასთან დაკავშირებულ მხიარულებას გაგონებდეთ.

nd.5581

Jo Malone, Pomegranate Noir Cologne - ტკბილი ბროწეული, მიხაკი, ლადანი და პაჩული პარფიუმერების თქმით, გლინტვეინის საუკეთესო ალტერნატივაა.

jimmy-choo-parfum

Jimmy Choo Perfum - მანდარინის და ირისის უგემრიელესი კომბინაცია.

o.36014

YSL Caftan - ლადანი და ტკბილი სანელებლები შობის თბილი საღამოსთვის. ეს სურნელი უნისექსია და წამყვანი არომატები ვანილი და მუშკია.

S120180_XLARGE

Chanel, Jersey - ლეგენდარული კოკო შანელის საყვარელი ქსოვილის პატივსაცემად შერჩეული სახელი ხვდა წილად ზამბახის, ლავანდისა და ვანილის ამ თბილ კომბინაციას.

FIVE169SM

Five O'clock au gingembre - ნიშური პარფიუმერიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის Serge Lutens-ის ეს სუნამოს წყალი კოჭას, დარიჩინისა და კაკაოს არომატების ნაზავია.

nd.14722



Annick Goutal , Nuit Etoille - ნიშური პარფიუმერიის კიდევ ერთი საყვარელი პარფიუმერის ეს სუნამოს წყალი ფორთოხლის, პიტნის, ციმბირული ფიჭვის, ანგელიკას მარცვლების და ლიმონის ტკბილი კომბინაციაა.

არომატულ დღესასწაულს გისურვებთ!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_