წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საბავშვო პროდუქტები დიდებისთვის

ბლოგი:
მაისი 05, 2016
ავტორი Anika
რამდენ თქვენგანს გამოგიყენებიათ ბავშვის ტანის დამატენიანებელი ლოსიონი ან თმის ბალზამი გადაუდებელი აუცილებლობისას ან უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო?! გამოგიტყდებით და ჩემი უფროსი შვილის თმის ბალზამს ("ნატურა სიბერიკას" საბავშვო ხაზიდან) ბოლო 3 კვირაა წარმატებით მოვიხმარ, ზაფხულობით ქალაქგარეთი დიდი ხნით გასვლა როცა გვიწვეს მაშინ ერთი ცალი საბავშვო ტანის დამატენიანებელი მიმაქვს ("ტოპიკრემის" ლოიალური მომხმარებელი ვარ), დიდი შეფუთვით და მთელი ოჯახი ბედნიერი ვართ.

დღევანდელ პოსტში სწორედ იმ საბავშვო პროდუქტებზე მინდა გესაუბროთ, რომელთაც ამერიკელი დერმატოლოგები უწევენ რეკომენდაციას მოზრდილებში გამოსაყენებლად (ხშირად, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში):

weleda-white-mallow-body-lotion

1. "Weleda"-ს თეთრი ტუხტის ტანის ლოსიონი - იდეალურია ნორმალური, მგრძნობიარე და ეგზემისკენ მიდრეკილი კანისთვის. საკმაოდ მსუბუქი ტექსტურა აქვს, რის გამოც მისი გამოყენება წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. არ შეიცავს არომატიზატორებს, 95%-ით ორგანულია და შეიცავს ტუხტის ექსტრაქტს, ქოქოსის ზეთს და მარცვლეულის ზეთებს.

seba-md-baby-cream

2. SebaMed-ის ექსტრა დამატენიანებელი - ვინაიდან ბავშვების კანი უფრო ადვილად შრება, შესაბამისად ეს ლოსიონიც გაცილებით უფრო სქელი კონსისტენციისაა, ვიდრე დიდებისთვის განკუთვნილი ტანის დამატენიანებელი საცხები. ლოსიონი მომენტალურად ატენიანებს და კანის კომფორტის შეგრძნება მთელი დღე ნარჩუნდება. ამასთან, კანს მცირე მბზინვარებასაც ანიჭებს, რაც განსაკუთრებით სასიამოვნოა ცხელ სეზონზე, როცა "ღია გარდერობზე" გადავდივართ.

mustela-stelatopia-cream

3. Mustela Stelatopia დამატენიანებელი საცხი - ესეც ძლიერი დამატენიანებელია და იდელუარია მგრძნობიარე კანისთვის, ვინაიდან არ შეიცავს პარაბენებს, არომატიზატორებს. საცხის შემადგენლობაში შედის გლიცერინი, რის გამოც მას საკმაოდ ძლიერი დამატენიანებლის ფუნქცია შეუძლია შეასრულოს სახისა და ტანისთვის.

weleda-baby-calendula-face-cream

4. Weleda-ს გულყვითელას სახის კრემი, რომელიც ნუშის ზეთისგან მიღებულ ბუნებრივ ცხიმ-მჟავებს შეიცავს და ადვილად შეიწოვება კანზე. არაერთი ქალი ამ კრემს პილინგების, ლაზერით პროცედურის ჩატარების შემდეგ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები