სამწუხაროდ, როცა საქმე სპორტს ეხება, ყოველთვის ყველაფერი სასარგებლო არ არის - ასე ამტკიცებენ ექიმები, განსაკუთრებით მაშინ, როცა სპორტით ბავშვები კავდებიან. დღეისთვის სოციალური სივრცე გადაჭრელებულია ათასგვარი სპორტული წრეების და აქტივობების შემოთავაზებებით ბავშვებისთვის უკვე 4 წლის ასაკიდან და ხანდახან ისე შეიძლება მოვექცეთ ამ ზეგავლენის ქვეშ, რომ ვერც გავიაზროთ, ესაჭიროება თუ არა ბავშვს კონკრეტულად ამ ასაკში სპორტული აქტივობა და თუ კი, მაშინ რომელი სახეობაა მისთვის შესაფერისი.
ექიმები და ბავშვთა ფსიქოლოგები გარკვეულ რჩევა-რეკომენდაციებს გვაძლევენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის კონკრეტული სპორტის სახეობაზე მიბარებამდე:
- თანამედროვე სპორტული წრეები და მათთვის დამახასიათებელი დისციპლინა საკმაოდ სტრესული შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის: ზოგისთვის ასეთი სიმკაცრე შესაძლოა ინდივიდუალიზმის დამთრგუნველი გამოდგეს, ზოგისთვის კი - პირიქით, ხელი შეუწყოს ლიდერის თვისებების განვითარებას. და თუ ბავშვი ინტენსიურად არის ადრეული ასაკიდან სპორტის ერთი სახეობით დაკავებული, ასეთ შემთხვევაში მას ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებს - ამ მიმართულებით მიიღოს შედეგი, რის გამოც კარგავს ინტერესს ბევრი სხვა რამის მიმართ.
- სპეციალისტების თქმით, ის ბავშვები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ სპორტულ აქტივობებში, მეტწილად გაფანტული ყურადღებით და მუდმივი დაღლილობით გამოირჩევიან, კუნთების სისტემატური გადატვირთვა კი თავის ტვინის სისხლით მომარაგებას აუარესებს, ვინაიდან სისხლი ძირითადად კუნთოვანი ქსოვილების აღდგენას ხმარდება. ამ ყველაფრის გამო, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ასეთ ბავშვებს სკოლაში თანატოლებთან შედარებით უფრო დაბალი მოსწრება აქვთ.
- და ბოლოს, ტრავმები, რომლებიც ადრინდელი ასაკიდანვე არაერთ პრობლემას და უსიამოვნებას იწვევს ბავშვებისთვის მომდევნო წლებში.
ამიტომაც, ექიმები გვირჩევენ, სპორტის კონკრეტული სახეობის შერჩევამდე, აუცილებლად მივიყვანოთ ბავშვი ექიმთან და გავითვალისწინოთ,