წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

საღამოს ვარცხნილობები განსაკუთრებული შემთხვევისთვის

ბლოგი:
მაისი 17, 2012
ავტორი Anika
იშვიათად, ძალიან იშვიათად თუ მყოფნის გამბედაობა და ნებისყოფა საიმისოდ, რომ საღამოს ვარცხნილობის გაკეთება საკუთარ თავზე ავიღო. დამეთანხმებით, ალბათ, რომ მეტად საპახუსიმგებლო საქმეა. არადა, სადღესასწაულო ღონისძიებაზე განწყობაც შესაბამისად განსაკუთრებული გინდა რომ გქონდეს, ამ განწყობას კი, ძირითადად, ჩვენი საღამოს ანსამბლი და ზოგადი ვიზუალი განაპირობებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელო და ზოგადი შესავლით თავი რომ არ შეგაწყინოთ, პირდაპირ საქმეზე გადავალ და რამდენიმე ვარცხნილობას გაგიზიარებთ, რომელიც ნებისმიერ ჩვეულ სადღესასწაულო საღამოს არაჩვეულებრივად და სამახსოვროდ აქცევს.



1. უწესრიგო მოკლე კუდი და გამოკვეთილი თვალები

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თმებში სპეციალური, ვარცხნილობისთვის განკუთვნილი მუსი შევიზილოთ და თმის პატარ-პატარა მონაკვეთები თმის დასახვევი უთოთი (ეს მოწყობილობა, დღეს უკვე ბევრისთვის თავის მოვლის ჩვეული ატრიბუტია) უკან რიგ-რიგობით გადავივარცხნოთ. შემდეგ ამ უთოთი დახვეულ თმის ნაწილებს უკან პატარა კუდში მოვუყაროთ თავი, ყოველგვარი მოწესრიგების გარეშე, არასრულყოფილ ეფექტს რომ ქმნიდეს. მაკიაჟს რაც შეეხება, ასეთ ვარცხნილობასთან ვიზაჟისტები თვალის ირგვლივ ყავისფერ ტონალობაში გაკეთებულ smoky eye-ს გვირჩევენ, ტუჩებზე კი ატმისფერ საცხს.



2.  ცალმხრივი ნაწნავი და ხაზგასმული თვალები

თუ გინდათ, რომ არაბანალური და თანაც ლამაზი ვარცხნილობით გამოირჩეოდეთ, შეგიძლიათ ჯოან სმოლზის მსგავსად, არჩევანი ცალ მხარეს გაკეთებულ, პატარა ნაწნავზე გააკეთოთ, წინ კი თმები ოდნავ ჩამოუშვათ და შემდეგ თმის ლაკით დაიფიქსიროთ ასე თავისუფალ მდგომარეობაში. თვალებს რაც შეეხება, ძალიან ეფექტური იქნება, თუ თვალის ზედა და ქვედა მხარეებს ნათელი ლურჯი ფერის თვალის ჩრდილით ან ფანქრით გაიხალისებთ: ეს გამოხედვას სირბილეს და იმავდროულად მომხიბვლელობას შესძენს.



3. რეტრო გლამური

თუ რიზ უიზერსპუნის მსგავსად რეტრო, კლასიკურ ვარცხნილობაზე გააკეთებთ არჩევანს, გაითვალისწინეთ, რომ შუა ხაზიდან კარგად დაშორებით გაყოფილი ვარცხნილობა გაცილებით ეფექტური იქნება. წინა მხარეს გელის წასმის და თმებისთვის ტალღისებური ეფექტის მიცემის შემდეგ, თმის დანარჩენი ნაწილი უკან შეაგროვეთ და “U” ფორმის თმის სამაგრით დაიფიქსირეთ. მაკიაჟი მინიმალუსტური შეარჩიეთ, ზედმეტი ბზინვარების თავიდან ასაცილებლად კი, სახეზე შუქისამრკელი ეფექტის მქონე “პუდრი” გადაისვით.



4. ბზინვარე მაღალი ნასკვი და სქელი წამწამები

ვისაც ზომიერი სიმაღლის შუბლი გაქვთ, შეგიძლიათ ქეით ჰადსონის მსგავსად ზემოთაწეული ლამაზი ნასკვი გაიკეთოთ: მარტვივად კუდის გაკეთების შემდეგ, თმები მთელ სიგრძეზე კუდის ირგვლის დაიხვიეთ და ასე დაიფიქსირეთ. ასეთ ვარცხნილობას ძალიან უხდება დიდი და სქელი წამწამები, ამიტომაც მუქი, შავი ფერის ტუშის გადასმამდე, კარგი იქნება თუ წამწამებზე სპეციალურ ბაზას წაისვამთ მეტი მოცულობის მისაცემად.



5. შუაზე გაყოფილი, უკან გადაწეული თმა და მოვარდისფრო ტუჩები

უკან გადაწეული ვარცხნილობა განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როცა თმები შუაზე არის გაყოფილი. თმების უთოთი გასწორებამდე, სპეციალური შრატი შეიზილეთ, რომელიც დამატებით ბზინვარებას მისცემს თმებს. შემდეგ გასწორებული თმის ნახევარს უკან ერთად მოუყარეთ თავი და დააფიქსირეთ. ამ ნაზ და მსუბუქ ვარცხნილობას ტუჩის ფერიც შესაბამისი მოუხდება: ნათელი ვარდისფერი, რომელიც მინიმალისტური ვარცხნილობიდან ყურადღების ტუჩებზე გადასატანად სრულიად საკმარისი იქნება.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები